ოლქი (უკრაინა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უკრაინის რუკა

ოლქი — უკრაინის 24 ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება. ოლქები იყოფა რაიონებად (ოლქში 11-დან 27-მდე რაიონი).[1]

  1. ვინიცის ოლქი: შეიქმნა 27.02.1932; კიევის ოლქის (1932), ჟიტომირის ოლქის, ხმელნიცკის ოლქის (1937) და ჩერკასის ოლქის (1954) ნაწილებისაგან, მიუერთდა კიევის ოლქის ნაწილი (1937); ადმ. ცენტრი — ვინიცა
  2. ვოლინის ოლქი: შეიქმნა 4.12.1939 ვლადიმირ-ვოლინსკის რაიონის, გოროხოვის რაიონის, კამენ-კაშირსკის რაიონის, კოველის რაიონის, ლუცკის რაიონისა და ლიუბომლის რაიონისაგან (მაშინ უეზდები); ადმ. ცენტრი — ლუცკი
  3. დნეპროპეტროვსკის ოლქი: შეიქმნა 27.02.1932; დონეცკის ოლქის (1932), ნიკოლაევის ოლქის (1937) და ზაპოროჟიეს ოლქის (1939) ნაწილებისაგან; ადმ. ცენტრი — დნეპრი
  4. დონეცკის ოლქი: შეიქმნა 17.07.1932 დნეპროპეტროვსკის ოლქის და ხარკოვის ოლქის ნაწილებისგან, 1938 წელს გაიყო სტალინის ოლქად და ვოროშილოვგრადის ოლქად; 3.06.1938-დან 9.11.1961-მდე — სტალინის ოლქი; ადმ. ცენტრი — დონეცკი (22.07.1932-მდე — არტემოვსკი)
  5. ჟიტომირის ოლქი: შეიქმნა 22.09.1937 ვინიცის ოლქის და კიევის ოლქის ნაწილებისაგან; ადმ. ცენტრი — ჟიტომირი
  6. იმიერკარპატების ოლქი: შეიქმნა 22.01.1946 იმიერკარპატების უკრაინის ტერიტორიებისგან; ადმ. ცენტრი — უჟგოროდი
  7. ზაპოროჟიეს ოლქი: შეიქმნა 10.01.1939 из частей დნეპროპეტროვსკის ოლქის და ნიკოლაევის ოლქის ნაწილებისაგან; ნაწილი შევიდა ხერსონის ოლქში (1944); ადმ. ცენტრი — ზაპოროჟიე
  8. ივანო-ფრანკოვსკის ოლქი: შეიქმნა 4.12.1939 გოროდენკოვის, დოლინის, კალუშის, კოლომიის, კოსოვის, ნადვირნიანის, როგატინის, სნიატინის, სტანისლავსკის და ტლუმაჩის უეზდებისგან; 9.11.1962-მდე — სტანისლავსკის ოლქი; ადმ. ცენტრი — ივანო-ფრანკოვსკი
  9. კიევის ოლქი: შეიქმნა 27.02.1932; ტერიტორიების ნაწილი გადაეცა ხარკოვის, ჩერნიგოვის (1932), ვინიცის, ჟიტომირის, პოლტავის (1937), კიროვოგრადის (1939) და ჩერკასის (1954) ოლქებს, კიევის ქალაქის საბჭოს (1937, 1988), შეუერთდა ვინიცის (1932), პოლტავის (1954) და ჩერნიგოვის (1987) ოლქების ნაწილი; ადმ. ცენტრი — კიევი
  10. კიროვოგრადის ოლქი: შეიქმნა 10.01.1939 კიევის ოლქის, ნიკოლაევის ოლქის, ოდესის ოლქის და პოლტავის ოლქის ნაწილებისგან; ნაწილი შევიდა ჩერკასის ოლქში (1954), შეიერთა ოდესის ოლქის ნაწილი (1954); ადმ. ცენტრი — კროპივნიცკი
  11. ლუგანსკის ოლქი: შეიქმნა 3.06.1938 დონეცკის ოლქის ნაწილისაგან; 3.06.1938-დან 5.03.1958-მდე და 5.01.1970-დან 4.05.1990-მდე ეწოდებოდა ვოროშილოვგრადის ოლქი; ადმ. ცენტრი — ლუგანსკი
  12. ლვოვის ოლქი: შეიქმნა 4.12.1939 ბიბრკოვსკის, ბროდსკის, გოროდოკის, ჟოლკევსკის, ზოლოჩევის, კამენსკის, ლვოვის, ლობაჩევსკის პერემიშლიანსკის, რავა-რუსკის, რაძეხოვსკის, სოკალის, იავორივის უეზდებისგან; ტერიტორიის ნაწილი გადაეცა პოლონეთს (1944), მიუერთდა პოლონეთის ტერიტორიის ნაწილი (1951), დრაგობიჩის ოლქი (1959); ადმ. ცენტრი — ლვოვი
  13. ნიკოლაევის ოლქი: შეიქმნა 22.09.1937 დნეპროპეტროვსკის ოლქის და ოდესის ოლქის ნაწილებისაგან; ნაწილი შევიდა ზაპოროჟიეს და კიროვოგრადის ოლქებში (1939), ხერსონის ოლქში (1944), შეიერთა ოდესის ოლქის ნაწილი (1944, 1954); ადმ. ცენტრი — ნიკოლაევი
  14. ოდესის ოლქი: შეიქმნა 27.02.1932; ნაწილი გადაეცა ნიკოლაევის ოლქს (1937, 1944, 1954) და კიროვოგრადის ოლქს (1939, 1954), შეუერთდა მოლდავეთის ასსრ-ის ნაწილი (1940) და იზმაილოვოს ოლქი (1954); ადმ. ცენტრი — ოდესა
  15. პოლტავის ოლქი: შეიქმნა 22.09.1937 კიევის ოლქისა და ხარკოვის ოლქის ნაწილებისაგან; ნაწილი გადაეცა კიროვოგრადის და სუმის ოლქებს (1939), კიევის და ჩერკასის ოლქებს (1954); ადმ. ცენტრი — პოლტავა
  16. როვნოს ოლქი: შეიქმნა 4.12.1939 დუბნოს, ზდოლბუნოვის, კოსტოპოლის, როვნოს და სარნენის უეზდებისგან; 11.06.1991-მდე — როვენის ოლქი; ადმ. ცენტრი — როვნო
  17. სუმის ოლქი: შეიქმნა 10.01.1939 პოლტავის ოლქის, ხარკოვის ოლქის და ჩერნიგოვის ოლქის ნაწილებისაგან, ნაწილი გადაეცა ჩერნიგოვის ოლქს (1965); ადმ. ცენტრი — სუმი
  18. ტერნოპოლის ოლქი: შეიქმნა 4.12.1939 ბერეჟანის, ბორშჩევსკის, ბუჩაცკის, ზალიშჩის, ზბარაგის, ზბოროვის, კაპაჩინის, კრემენის, პოდგაეცის, სკალატის, ტარნოპოლის, ტრემბოვლიანის და ჩერტკოვის უეზდებისგან; 9.08.1944 — ტარნოპოლის ოლქი; ადმ. ცენტრი — ტერნოპოლი
  19. ხარკოვის ოლქი: შეიქმნა 27.02.1932; ნაწილი გადაეცა დონეცკის და ჩერნიგოვის ოლქებს (1932), პოლტავის ოლქს (1937) და სუმის ოლქს (1939), შეუერთდა კიევის ოლქის ნაწილი (1932); ადმ. ცენტრი — ხარკოვი
  20. ხერსონის ოლქი: შეიქმნა 30.03.1944 ზაპოროჟიეს და ნიკოლაევის ოლქების ნაწილებისაგან; ადმ. ცენტრი — ხერსონი
  21. ხმელნიცკის ოლქი: შეიქმნა 22.09.1937 ვინიცის ოლქის ნაწილებისგან; 4.02.1954-მდე — კამენეც-პოდოლსკის ოლქი; ადმ. ცენტრი — ხმელნიცკი (1941 წლის მაისამდე — კამენეც-პოდოლსკი)
  22. ჩერკასის ოლქი: შეიქმნა 7.01.1954 ვინიცის ოლქის, კიევის ოლქის, კიროვოგრადის ოლქის და პოლტავის ოლქის ნაწილებისგან; ადმ. ცენტრი — ჩერკასი
  23. ჩერნოვცის ოლქი: შეიქმნა 7.08.1940 ჩრდილოეთი ბუკოვინის ტერიტორიისა და ბესარაბიის ჩრდილოეთი ნაწილისაგან; ადმ. ცენტრი — ჩერნოვცი
  24. ჩერნიგოვის ოლქი: შეიქმნა 15.10.1932 კიევის ოლქისა და ხარკოვის ოლქის ნაწილებისაგან; ნაწილი გადაეცა სუმის ოლქს (1939) და კიევის ოლქს (1987), შეუერთდა სუმის ოლქის ტალალაევის რაიონი (1965); ადმ. ცენტრი — ჩერნიგოვი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]