შინაარსზე გადასვლა

ხარკივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ხარკივი
Харків

მიძინების ტაძარი და ქალაქის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ხარკივი
შიდა დაყოფა 4 რაიონი
კოორდინატები 49°55′00″ ჩ. გ. 36°19′00″ ა. გ. / 49.91667° ჩ. გ. 36.31667° ა. გ. / 49.91667; 36.31667
მერი იჰორ ტერეხოვი
დაარსდა 1654
პირველი ხსენება 1552
ფართობი 310 კმ²
ცენტრის სიმაღლე 152
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 956 774 კაცი (2024)
სიმჭიდროვე 4 500 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 732 400
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 572
საფოსტო ინდექსი 61001—61499
საავტომობილო კოდი ХА
ოფიციალური საიტი city.kharkov.ua/en
ხარკივი — უკრაინა
ხარკივი

ხარკივი, ხარკოვი (უკრ. Ха́рків) — სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინაში, ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 2010 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1 449 000 ადამიანს. ქალაქმა უმასპინძლა 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. მეტალისტის სტადიონზე სულ 3 შეხვედრა გაიმართა.

ხარკივი 1654 წელს დაარსდა და რუსეთის იმპერიაში უკრაინული კულტურის მთავარ კერას წარმოადგენდა. ხარკივი პირველი უკრაინული ქალაქი იყო, რომელმაც 1917 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლება აღიარა და შემდეგ იგი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან 1934 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ის კიევში გადაინაცვლებდა. ამჟამად, ქალაქი ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია და რეგიონში სპეციალური სტატუსი გააჩნია.

ხარკივი უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია. ფუნქციონირებს 60 სამეცნიერო ინსტიტუტი, 30 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, 6 მუზეუმი, 7 თეატრი და 80 ბიბლიოთეკა. მისი ინდუსტრია ძირითადად მანქანათმშენებლობაზე სპეციალიზდება. მოქმედებს ასობით სამრეწველო კომპანია.

ქალაქს გააჩნია მეტროპოლიტენი, რომლის სიგრძეც 38,1 კმ-ია და 29 სადგურს მოიცავს. ხარკივის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა თავისუფლების მოედანი (Maidan Svobody), რომელიც ამჟამად ევროპის მე-6 უდიდესი და მსოფლიოში სიგრძით მე-12 მოედანია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]