ტერნოპილი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ტერნოპილი Тернопіль | |||||
|
ქალაქის ცენტრი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ოლქი | ტერნოპილი | ||||
| კოორდინატები | 49°34′00″ ჩ. გ. 25°36′00″ ა. გ. / 49.56667° ჩ. გ. 25.60000° ა. გ. | ||||
| ქალაქის მეთაური | რომან ზასტავნი | ||||
| დაარსდა | 1540 | ||||
| პირველი ხსენება | 15 აპრილი 1540 | ||||
| ადრეული სახელები | ტარნოპოლი | ||||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1540 | ||||
| ფართობი | 86 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 320 მ | ||||
| ოფიციალური ენა | უკრაინული ენა | ||||
| მოსახლეობა | 225 004 კაცი (2022) | ||||
| სიმჭიდროვე | 3 015 კაცი/კმ² | ||||
| ეროვნული შემადგენლობა | უკრაინელები, რუსები, ებრაელები | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
| სატელეფონო კოდი | +380352 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 46000 — 46499 | ||||
| ოფიციალური საიტი | rada.te.ua | ||||
ტერნოპილი, ტერნოპოლი (უკრ. Тернопіль; პოლ. Tarnopol) — ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპილის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ისტორიული რეგიონის გალიციის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი. სიდიდით მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარე სერეტზე. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ უკრაინის ცენტრალურ ნაწილში იქ სადაც იკვეთება ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო გზები. კიევიდან დაშორებულია 486 კილომეტრით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს ტერნოპილის პლატოზე, პოდოლსკის მაღლობზე. მიეკუთვნება ფართოფოთლოვანი ტყის ზომიერ სარტყელს.
ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს გალიციაში.
შუასაუკუნეების ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი აღმავლობა. ამჟამად ქალაქი უკრაინის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.
ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5°, ივლისისა +19°. ნალექების წლიური რაოდენობაა 520-600 მმ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ტერნოპილში დაფიქსირდა 2007 წლის 18 ივლისს +38°, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა იყო -34°.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ტერნოპილში ამჟამად მოქმედებს 40-მდე სასწავლო დაწესებულება, 10 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის:
- ტერნოპილის ვ. გნატიუკას სახელობის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტი
- ტერნოპილის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი
- ტერნოპილის ი.პულიუიას სახელობის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი
- ტერნოპილის სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
- ტერნოპილის რეგიონთაშორისი აკადემია პერსონალის მართვა უნივერსიტეტი
- ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ტერნოპილის ექსპერიმენტული ინსტიტუტი პედაგოგების გადამზადებაში
- ევროპის უნივერსიტეტის ტერნოპილის ფილიალი
- ტერნოპილის ეკონომიკის ინსტიტუტი
- ტერნოპილის კომერციული უნივერსიტეტი
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||