პოდოლსკის მაღლობი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
პოდოლსკის მაღლობი — მაღლობი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში. მაღლობი გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიმაღლე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 380-320 მ, ხოლო სამღრეთ-აღმოსავლეთში 220-130 მ. უმაღლესი მწვერვალია - მთა კამპულა (471 მ). ვოლინსკის მაღლობთან ერთად ქმნის ვოლინ-პოდოლსკის მაღლობს.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოდოლსკის მაღლობი მდებარეობს მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე: ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, ვინიცისა და ნაწილობრივ ოდესის ოლქებში. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება დნეპრისპირეთის მაღლობი, საზღვარი გადის მდინარე სამხრეთი ბუგის ხეობაზე.