სივრცითი კუთხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სივრცითი კუთხე (აღნიშვნა: ) — სივრცის ნაწილი, შემოსაზღვრული რომელიღაც კონუსური ზედაპირით. სივრცითი კუთხის კერძო შემთხვევებია სამწახნაგა და მრავალწახნაგა კუთხეები. სივრცითი კუთხე იზომება კონუსური ზედაპირის წვეროში ცენტრის მქონე სფეროზე ამ კუთხით მოკვეთილი ზედაპირის ფართობის ფარდობით ამავე სფეროს რადიუსის კვადრატთან. ცხადია სივრცითი კუთხე იზომება განყენებული რიცხვით, მაგალითად სივრცითი კუთხე, რომელიც შეიცავს სივრცის 1/8 ნაწილს (ოქტანცი), იზომება რიცხვით. სივრცითი კუთხის საზომი ერთეულია სტერადიანი. სრული სფერო შეადგენს სტერადიანის სივრცით კუთხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]