კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: thumb → მინი (2), px → პქ using AWB
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[სურათი:K_Mardjanishvili.jpg|მინი|კოტე მარჯანიშვილი]]
[[სურათი:K_Mardjanishvili.jpg|მინი|კოტე მარჯანიშვილი]]
'''კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი''' (დ. [[28 მაისი]], [[9 ივნისი]], [[1872]], სოფ. [[ყვარელი]] — გ. [[ 17 აპრილი]], [[1933]], [[მოსკოვი]], დასაფლავებულია [[თბილისი | თბილისში]]), საბჭოთა ეპოქის [[ქართველები | ქართველი]] რეჟისორი. [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] სახალხო არტისტი ([[1931]]).
'''კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი''' (დ. [[28 მაისი]], [[9 ივნისი]], [[1872]], სოფ. [[ყვარელი]] — გ. [[ 17 აპრილი]], [[1933]], [[მოსკოვი]], დასაფლავებულია [[თბილისი | თბილისში]]) საბჭოთა ეპოქის [[ქართველები | ქართველი]] რეჟისორი. [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] სახალხო არტისტი ([[1931]]).
==ოჯახი==
==ოჯახი==
კოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი (მარჯანოვი, გ. 1876) იყო რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა [[ალექსანდრე დიუმა (უფროსი)|ალექსანდრე დიუმას]] „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] წერილების ადრესატი, ხოლო [[ილია ჭავჭავაძე]]მ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ [[სერგეი მესხი]]ს დედა და მსახიობ [[ვერიკო ანჯაფარიძე|ვერიკო ანჯაფარიძის]] დიდი ბებია.
კოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი (მარჯანოვი, გ. 1876) იყო რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა [[ალექსანდრე დიუმა (უფროსი)|ალექსანდრე დიუმას]] „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] წერილების ადრესატი, ხოლო [[ილია ჭავჭავაძე]]მ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ [[სერგეი მესხი]]ს დედა და მსახიობ [[ვერიკო ანჯაფარიძე|ვერიკო ანჯაფარიძის]] დიდი ბებია.
ხაზი 20: ხაზი 20:
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: "ქარიშხლის წინ" (1924), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), "[[ამოკი]]" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929).
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: "ქარიშხლის წინ" (1924), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), "[[ამოკი]]" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929).


[[1928]] წელს ქუთაისში დაარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ,[[ 1933]], თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: [[ტოლერი, ერნსტ | ე.ტოლერის]] "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), [[შოუ, ჯორჯ ბერნარდ | ბ. შოუს]] "წმინდა ქალწული" (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (1928), [[დადიანი, შალვა | შ. დადიანი]] "კაკალგულში" (1928); [[გუცკოვი, კარლ | კ. გუცკოვის]] "ურიელ აკოსტა" (1929), [[კაკაბაძე, პოლიკარპე |პ. კაკაბაძის]] "ყვარყვარე თუთაბერი" (1929),[[ ბუხნიკაშვილი, გრიგოლ | გ. ბუხნიკაშვილის]] "კი მაგრამ..." (1930), [[შელი, პერსი | პ. შელის]] "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), [[ოლეშა, იური | ი. ოლეშას]] "სამი ბღენძი" (1931), [[კალაძე, კარლო | კ. კალაძის]] "სახლი მტკვრის პირას" (1931), [[აფინოგენოვი, ალექსანდრე | ა. აფინოგენოვის]] "შიში" (1932), [[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ოტელო" (1932), [[ანტონოვი, ზურაბ | ზ. ანტონოვის]] "მზის დაბნელება საქართველოში" (1933) და სხვა.
[[1928]] წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ,[[ 1933]], თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: [[ტოლერი, ერნსტ | ე.ტოლერის]] "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), [[შოუ, ჯორჯ ბერნარდ | ბ. შოუს]] "წმინდა ქალწული" (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (1928), [[დადიანი, შალვა | შ. დადიანი]] "კაკალგულში" (1928); [[გუცკოვი, კარლ | კ. გუცკოვის]] "ურიელ აკოსტა" (1929), [[კაკაბაძე, პოლიკარპე |პ. კაკაბაძის]] "ყვარყვარე თუთაბერი" (1929),[[ ბუხნიკაშვილი, გრიგოლ | გ. ბუხნიკაშვილის]] "კი მაგრამ..." (1930), [[შელი, პერსი | პ. შელის]] "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), [[ოლეშა, იური | ი. ოლეშას]] "სამი ბღენძი" (1931), [[კალაძე, კარლო | კ. კალაძის]] "სახლი მტკვრის პირას" (1931), [[აფინოგენოვი, ალექსანდრე | ა. აფინოგენოვის]] "შიში" (1932), [[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ოტელო" (1932), [[ანტონოვი, ზურაბ | ზ. ანტონოვის]] "მზის დაბნელება საქართველოში" (1933) და სხვა.


1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: [[ვაგნერი, რიხარდ | რ. ვაგნერის]] "ლოენგრინი" (1924), [[არაყიშვილი, დიმიტრი | დ. არაყიშვილის]] "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1923), [[ფალიაშვილი, ზაქარია | ზ. ფალიაშვილის]] "დაისი" (1924), [[როსინი, ჯოაკინო | ჯ. როსინის]] "ვილჰელმ ტელი" (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა [[შილერი, ფრიდრიხ | ფ. შილერის]] "დონ კარლოსი" (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), [[იოჰან შტრაუს II | ი. შტრაუსის]] ოპერეტა "ღამურა" (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.
1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: [[ვაგნერი, რიხარდ | რ. ვაგნერის]] "ლოენგრინი" (1924), [[არაყიშვილი, დიმიტრი | დ. არაყიშვილის]] "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1923), [[ფალიაშვილი, ზაქარია | ზ. ფალიაშვილის]] "დაისი" (1924), [[როსინი, ჯოაკინო | ჯ. როსინის]] "ვილჰელმ ტელი" (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა [[შილერი, ფრიდრიხ | ფ. შილერის]] "დონ კარლოსი" (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), [[იოჰან შტრაუს II | ი. შტრაუსის]] ოპერეტა "ღამურა" (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.

18:03, 16 მაისი 2012-ის ვერსია

კოტე მარჯანიშვილი

კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი (დ. 28 მაისი, 9 ივნისი, 1872, სოფ. ყვარელი — გ. 17 აპრილი, 1933, მოსკოვი, დასაფლავებულია თბილისში) — საბჭოთა ეპოქის ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1931).

ოჯახი

კოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი (მარჯანოვი, გ. 1876) იყო რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა ალექსანდრე დიუმას „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო აკაკი წერეთლის წერილების ადრესატი, ხოლო ილია ჭავჭავაძემ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ სერგეი მესხის დედა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დიდი ბებია.

კოტე მარჯანიშვილს ჰყავდა ორი და — თამარი და ნინო. უფროსი და — თამარი 1890 წლიდან ბოდბის, შემდგომ სერაფიმო-ზნამენსკის ქალთა მონასტერის წინამძღვარი (იღუმენია) იყო; უმცროსი და — ნინო ცოლად ჰყავდა ექიმ გრიგოლ ელიავას. მათი ვაჟი გიორგი ელიავა იყო ცნობილი მიკრობიოლოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

საფოსტო მარკა სსრკ, კოტე მარჯანიშვილი, 1972 (Michel 4048, Scott 4013)

განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც კ. მესხი ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში "პატარა კახი". 1897 წელს მარჯანიშვილი რუსეთში გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტაშკენტში, აშხაბადში, ტულაში, ლუგანსკში, ვიატკაში.

1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში ვიატკაში დადგა ა. ჩეხოვის პიესა "ძია ვანია". 1904-იდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა მ. გორკის პიესა "მოაგარაკენი". 1905 რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა მ. გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა ხარკოვის (1906-1907), კიევის (1907-1908), ოდესის (1908-1909) დრამატულ დასებში.

1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში ა. სუმბათაშვილთან ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს ვ.შალიკაშვილს, ა.წუწუნავას და ვ. მჭედლიშვილს, რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა კ. ჰამსუნის "ცხოვრების ბრჭყალებში" (1911), ჰ. იბსენის "პერ გიუნტი" (1912); მონაწილეობა მიიღო თ.დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" დადგმაში (1910), და ჰ. კრეგის დადგმის "ჰამლეტის" განხორციელებაში. 1913 მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა "თავისუფალი თეატრი", სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისრა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.

მარჯანიშვილმა აქ დადგა: მ. მუსორგსკის ოპერა "სოროჩინცის ბაზრობა", ჟ. ოფენბახის ოპერეტა "მშვენიერი ელენე", შნიცლერ-დონანის პანტომიმა "პიერეტას საბურველი" და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), "ბუფის" (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო", ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. 1920 წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა. 1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით.

1922 წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევულუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო", რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოშო" (1922), გ. ერისთავის "გაყრა" (1923), ჟ.მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო" (1924; მ. ქორელთან ერთად), უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1925) და სხვა.

1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: "ქარიშხლის წინ" (1924), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), "ამოკი" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929).

1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ,1933, თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: ე.ტოლერის "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), ბ. შოუს "წმინდა ქალწული" (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (1928), შ. დადიანი "კაკალგულში" (1928); კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" (1929), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" (1929), გ. ბუხნიკაშვილის "კი მაგრამ..." (1930), პ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), ი. ოლეშას "სამი ბღენძი" (1931), კ. კალაძის "სახლი მტკვრის პირას" (1931), ა. აფინოგენოვის "შიში" (1932), უ. შექსპირის "ოტელო" (1932), ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში" (1933) და სხვა.

1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: რ. ვაგნერის "ლოენგრინი" (1924), დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1923), ზ. ფალიაშვილის "დაისი" (1924), ჯ. როსინის "ვილჰელმ ტელი" (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა ფ. შილერის "დონ კარლოსი" (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), ი. შტრაუსის ოპერეტა "ღამურა" (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.

მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

ციტატები

  • "ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა."

ლიტერატურა

  • გ. ბუხნიკაშვილი, ქსე, ტ. 6, გვ. 476, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში