ამოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამოკი ან მორბენალი ამოკი[1] (მალ. amoq) — მალაური კულტურა-სპეციფიკური სინდრომი. ფსიქიკური მდგომარეობა, ფსიქიატრების მიერ ყველაზე ხშირად განსაზღვრული როგორც ეთნოსპეციფიკური სინდრომი, რომელიც ახასიათებთ მალაიზიის, ფილიპინების და მეზობელ რეგიონებში მცხოვრებლებს. ახასიათებს მკვეთრი მოძრაობითი აგზნებადობა (როგორც წესი, სირბილი) და აგრესიული ქმედებები, დაუნდობელი და ხშირად მასობრივი თავდასხმები სხვა ადამიანებზე. გერმანული ენაში სიტყვა „ამოკმა“ მიიღო ფართო მნიშვნელობა და იხმარება ძალადობრივი, ბრმა, არამოტივირებული აგრესიის გამოსახატავად, ყოველგვარი ეთნიკური ან გეოგრაფიული არეალის გარეშე.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII-XIX საუკუნეებში ამოკის კონცეფციამ დასავლურ კულტურას მიაღწია. ეს ევროპელი მოგზაურების, მათ შორის კაპიტან კუკის საშუალებით მოხდა. XX საუკუნის დასაწყისში ამოკის გულყრები მხოლოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციას უკავშირებდნენ. ემილ კრეპელინი ამოკს ეპილეპტიურ ფსიქოზად თვლიდა, ხოლო ოიგენ ბლოილერი კი -— ფსიქოგენურ ფსიქოზად.

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამოკის გამოწვევ ერთ-ერთ მიზეზად ითვლება აუტანელი სირცხვილი, რომელიც დაკავშირებულია პარტნიორის ღალატთან. ავადმყოფი გრძნობს მისი სექსუალური არაადეკვატურობას, ეშინია გარშემომყოფების დაცინვის. ეს განცდა იწვევს სხვების სიძულვილს, რაც შემდეგ გამოიხატება აგრესიულ ქცევაში, როგორც საკომპენსაციო მექანიზმი. აგრესიის დაგროვებას იწვევს მისი ერთბაშად აფეთქებას, რაც გამოვლინდება დიდი რაოდენობის ხალხის დაზიანებაში.[3][4]

ამოკი შტეფან ცვაიგმა 1922 წელს ამავე სახელწოდების ნაწარმოებში ასახა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Origin of the Phrase "Run Amok". Vacca Foeda Media. წაკითხვის თარიღი: 7 July 2013.
  2. Martin, Manuel L. Saint. Running Amok: A Modern Perspective on a Culture-Bound Syndrome. NCBI. წაკითხვის თარიღი: March 25, 2013.
  3. Saint Martin ML (June 1999). "Running Amok: A Modern Perspective on a Culture-Bound Syndrome". Prim Care Companion J Clin Psychiatry 1 (3): 66–70. . PMC 181064. PMID 15014687. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC181064/.
  4. Gaw AC, Bernstein RL (August 1992). "Classification of amok in DSM-IV". Hosp Community Psychiatry 43 (8): 789–93. PMID 1427677. http://ps.psychiatryonline.org/cgi/pmidlookup?view=long&pmid=1427677.