იაიოი კუსამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაიოი კუსამას "პოლკა წერტილების ამაღლება ხეებზე" 2006 წლის სინგაპურის ბიენალეზე.

იაიოი კუსამა (იაპ. 草間 彌生 / 草間 弥生 კუსამა იაიოი?, დ. 22 მარტი, 1929, ქ. მაცუმოტო, ნაგანოს პრეფექტურა) — იაპონელი მხატვარი, რომლის ნამუშევრების მთავარი დამახასიათებელი თვისება განმეორებადობაა. კუსამას ნამუშევრები ძირითადად კონცეპტუალურ ხელოვნებად მოიაზრება ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურრეალიზმის, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსრესიონიზმის ელემენტებით. ისინი ხშირად ავტობიოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ თემებს ეხება. კუსამა ასევე მწერალი და პოეტია. ბოლო მრავალი წლის განმავლობაში სულიერად ავადმყოფია.

2008 წლის 12 ნოემბერს ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე მისი ერთ-ერთი ნამუშევარი $5,1 მილიონ აშშ-ის დოლარად გაიყიდა, რაც რეკორდული თანხაა ცოცხალი მხატვარი ქალისთვის.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New York art sales გარდიანი, წაკითხულია 2008 წლის ნოემბერში