ზვიად ავალიანი
| ზვიად ავალიანი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
5 დეკემბერი, 1983 თბილისი, საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თსუ, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი |
| პროფესია | ტელეწამყვანი |
| საქმიანობა | ჟურნალისტი[1] და სატელევიზიო სახე[1] |
ზვიად ავალიანი (დ. 5 დეკემბერი, 1983, თბილისი) — ქართველი ქართველი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, მედია-მენეჯერი, დოკუმენტალისტი, ტელეწამყვანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2007 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ, საზოგადოებრივ და კვლევით საქმიანობას. 2011-2012 წლებში იყო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” პოლიტიკური მიმომხილველი; 2012-2013 წლებში ანალიტიკური მედია-პლატფორმის european.ge ავტორი და რედაქტორი. ამავე პერიოდში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში მიჰყავდა საავტორო გადაცემა „ისტორიული პროცესი“.
2013-2018 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი („არგუმენტების დრო“; „თვითმმართველობა 2017“) და ანალიტიკოსი. 2019 წლიდან — კომუნიკაციების კომისიის მედია-აკადემიის მედიაკრიტიკის პლატფორმის ავტორი. 2020-2022 წლებში მედიაკრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
2022 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატში მოწვეული სპეციალისტის სტატუსით. 2022 წლის სექტემბრიდან ტელეკომპანია POSTV წამყვანი (პოსტ-ანალიტიკა) და ანალიტიკოსი. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სტატია. არის რამდენიმე კვლევისა და წიგნის ავტორი/თანაავტორი. სხვადასხვა არხზე გადაღებული აქვს შემეცნებითი და ისტორიული დოკუმენტური ფილმები.[2]
- ნაშრომები
- Short History of Georgian Industry (თანაავტორი), (წიგნი -კატალოგი. 2018)[3]
- ქართული მას-მედია და რუსეთ-უკრაინის ომი. გამოწვევები და რეკომენდაციები (ავტორი), (პოლიტიკის დოკუმენტი. 2022)[4]
- სტატიები
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ მოკითხვა ხარპინიდან
- ↑ Short History of Georgian Industry_catalogue.pdf
- ↑ ქართული მას-მედია და რუსეთ-უკრაინის ომი. გამოწვევები და რეკომენდაციები
- ↑ რატომ არ უნდა გახდეს საქართველო სინგაპური?
- ↑ იყო თუ არა მეორე მსოფლიო ომი "სხვისი ომი" ? ანუ საიდან იღებს სათავეს ვეტერანების პრობლემა nplg.gov.ge
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოქ-შოუ „არგუმენტების დრო“ დაარქივებული 2013-08-08 საიტზე Wayback Machine. , საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ საიტი.