შინაარსზე გადასვლა

საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოება
ფრანგ. Société de géographie
შეიქმნა 1821 წელი
ტიპი გეოგრაფიული საზოგადოება
ქვეყანა საფრანგეთი
თავმჯდომარე Jean-Robert Pitte
https://socgeo.com/

საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოება (ფრანგ. Société de géographie) — მსოფლიოს უძველესი გეოგრაფიული საზოგადოება. დაარსდა 1821 წელს. 1878 წლიდან შტაბ-ბინა განლაგებულია სენ-ჟერმენის ბულვარზე, პარიზში. საფრანგეთში სამეცნიერო გეოგრაფიული საზოგადოების შექმნის იდეა ეკუთვნის გეოგრაფს ჟან-ნიკოლა ბიუაშს.

1821 წლის 15 დეკემბერს პარიზის მერიის შენობაში გაიმართა დამფუძნებელთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ თავისი დროის გამოჩენილი ადამიანები: პიერ სიმონ ლაპლასი, ჟორჟ კიუვიე, შარლ პიერ შაპსალი, დომინიკ ვივან-დენონი, ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე, ჟოზეფ ლუი გეი-ლიუსაკი, კლოდ ლუი ბერთოლე, ალექსანდერ ჰუმბოლდტი, ჟან-ფრანსუა შამპოლიონი, ფრანსუა-რენე შატობრიანი. საზოგადოების დამფუძნებლები მონაწილეობდნენ ბონაპარტის ეგვიპტურ მსვლელობაში. საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო პიერ სიმონ ლაპლასი. საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გეოგრაფიულ ფესტივალში.

საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ: ელიზე რეკლიუ, ჟიულ ვერნი, ანატოლ ფრანსი, ჟან შარკო. 2009 წლის მონაცემების მიხედვით საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოებაში გაწევრიანებულია 56 საპატიო წევრი. XX საუკუნის დასაწყისისთვის საფრანგეთში არსებობდა დაახლოებით 32 გეოგრაფიული საზოგადოება. დღეისათვის ყველაზე აქტიური საზოგადოებები მოქმედებს: ბორდოში, ლილში, მარსელში, როშფორში, ტულუზაში, ტურაში. საზოგადოება გამოსცემს ბიულეტენს.

საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების ამჟამინდელი პრეზიდენტია ჟან-რობერ პიტი (პრეზიდენტია 2009 წლიდან).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]