ყვარყვარე IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყვარყვარე IV
Qvarqvare, Prince of Samtskhe (Schweigger, 1639).JPG
ყვარყვარე ათაბაგის პორტრეტი გერმანელი დიპლომატის სალომონ შვაიგერის წიგნიდან (ნიურბერგი, 1639)
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1573
მმართ. დასასრული: 1581
წინამორბედი: ქაიხოსრო II
მემკვიდრე: მანუჩარ II
გარდ. თარიღი: 1581
დინასტია: ჯაყელები
მამა: ქაიხოსრო II

ყვარყვარე IV ჯაყელი (გ. 1581) — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1574-1581, ქაიხოსრო II-ის ძე.

ათაბაგი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ქვეყნის სამხრეთ თემებს თურქები არბევდნენ, სამთავროში კი შინაფეოდალური ორმი მძვინვარებდა. მესხ ფეოდალთა ერთმა ნაწილმა 1576 შეთქმულება მოაწყო ათაბაგთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ყვარყვარე IV-ს ენერგიულად ეხმარებოდა დედა — დედისიმედი; სამთავროში მშვიდობის ჩამოგდება სულ უფრო ძნელდებოდა. ასეთ ვითარებაში, 1578, დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. ათაბაგის სახლი მებრძოლი მხარეებისადმი დამოკიდებულების გამომჟღავნებას არ ჩქარობდა, როდესაც ჩილდირის ველზე აშკარა თურქთა გამარჯვება, ყვარყვარე IV-ის ძმა მანუჩარი 6 ათასი მხედრით სარდალ ლალა-ფაშას ეახლა და ვასალობა-მოხარკეობა აღუთქვა. ახალციხეში შესულ თურქებს ყვარყვარე IV ათაბაგმა მორჩილება გამოუცხადა. 1578 შემოდგომაზე, როდესაც ოსმალთა ლაშქარი შირვან-აზერბაიჯანიდან მობრუნდა და სამცხეზე გადმოიარა,ლალა-ფაშამ ყვარყვარე IV ათაბაგი და მისი ძმა მანუჩარი სტამბოლს გააგზავნა. ახლა ოსმალეთი საათაბაგოს მოხარკეობას აღარ სჯერდებოდა, გადაწყვიტა იქ ოსმალური მიწისმფლობელობა შემოეღო და მხარე სანჯაყებად დაეყო. 1579 ოსმალებმა საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩილდირის საფაშო შექმნეს. სტომბოლს მყოფ ყვარყვარე IV-ს თავისი საბატონო „უწყალობეს“ და ქრისტიანად გამოუშვეს, მანუჩარი კი გაამაჰმადიანეს და ჩილდირის ფაშობა უბოძეს. ამ ღონისძიებით ბოლო ეღებოდა სამთავროს სუვერენიტეტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ქაიხოსრო II
სამცხის ათაბაგი
1573 - 1581
შემდეგი:
მანუჩარ II