ყვარყვარე II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყვარყვარე II
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1451
მმართ. დასასრული: 1498
წინამორბედი: აღბუღა II
მემკვიდრე: ქაიხოსრო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1416
გარდ. თარიღი: 1498
შვილები: ქაიხოსრო I
მზეჭაბუკი
მანუჩარ I
დინასტია: ჯაყელები
მამა: ივანე II

ყვარყვარე II ჯაყელი (დ. 1416 – გ. 1498) — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი (1451-1498), ივანე II-ის ძე. იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, აღვივებდა ძმათაშორის მტრობას. სცადა ჩამოეშორებინა მესხეთის ეკლესია საქართველოს საკათოლიკოსოსაგან, მაგრამ ვერ შეძლო. ყვარყვარე II დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან.

XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად აქტიურად იღვწოდა თურქთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ცდის ჩაშლის შემდეგ საქართველოში შინაფეოდალური ომები გაჩაღდა. 1465 ყვარყვარე II თავს დაესხა განდგომილი მთავრის დასამორჩილებლად თავფარავანზე დაბანაკებულ საქართველოს მეფეს გიორგი VIII-ს და დაატყვევა. ამ ბრძოლას მოჰყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და გიორგი VIII-ისა კახეთში. 1479 ყვარყვარე II წარმატებით შეებრძოლა შემოჭრილ თურქებს,1491 საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ქ. არზრუმი აიღო და მოხარკედ გაიხადა. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ვარძიის ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
აღბუღა II
სამცხის ათაბაგი
1451 - 1498
შემდეგი:
ქაიხოსრო I