ივანე II (სამცხის ათაბაგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანე II.
ივანე II
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1391
მმართ. დასასრული: 1444
წინამორბედი: აღბუღა I
მემკვიდრე: აღბუღა II
გარდ. თარიღი: 1444
დინასტია: ჯაყელები
მამა: ბექა II

ივანე II ჯაყელისამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391-1444 (ვახუშტის მიხედვით), ბექა II-ის ძე. თავდაპირველად საქართველოს მეფე გიორგი VII-თან ერთად იბრძოდა თემურლენგის წინააღმდეგ. დაახლოებით 1400-1401 განუდგა გიორგი VII-ს და დამპყობელს დამორჩილდა. ცდილობდა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლესიო დამოუკიდებლობა, მაგრამ წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი. ივანე II-ის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ბოლო მოეღო ალექსანდრე I დიდის მტკიცე პოლიტიკამ. 1414 მეფესთან ბრძოლაში (ასპინძასთან, კოხტასთავს) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ალექსანდრე I-მა ერთგულების ფიცი დაადებინა და ათაბაგობა დაუბრუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ისტორია XI-XV სს., თბ., 1949;
  • მისივე, ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
  • ლომსაძე შ., ქსე, ტ. 5, გვ. 89, თბ., 1980
წინამორბედი:
აღბუღა I
სამცხის ათაბაგი
1391 - 1444
შემდეგი:
აღბუღა II