მანუჩარ IIIჯაყელი (დ. 1591 — გ. 1625) — სამცხის ათაბაგი 1614-1625, მანუჩარ II-ის ძე. მამის ირანში ყოფნის დროს შაჰმააბას I-მა მანუჩარ III სამცხე-საათაბაგოს გამგებლად ცნო. 1608 ოსმალების მიერ ახალციხის ხელახლა დაპყრობის შემდეგ მანუჩარ III ქართლში გადავიდა. 1614 მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტს დაეუფლა. იგი ცდილობდა შეეჩერებინა მესხ ფეოდალთა გამაჰმადიანების პროცესი, რითაც ოსმალთა უკმაყოფილება გამოიწვია. 1624 არზრუმის ფაშამ მანუჩარ III-ის წინააღნდეგ ილაქშრა. მანუჩარ III მცირე რაზმით ქართლში გადავიდა. აქ მონაწილეობა მიიღო მარაბდის ბრძოლაში სპარსელების წინააღმდეგ. ამის შემდეგ სულთანმა მანუჩარ III-ს ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობა დაუმტკიცა. სამშობლოში მომავალი გზაში მოკლა ბიძამ - ბექამ (საფარ-ფაშა).