სანდრა რულოვსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანდრა რულოვსი
Mikheil Saakashvili with Obamas (cropped).jpg
სანდრა რულოვსი 2009 წელს
მშობლიური სახელი ნიდერლ. Sandra Roelofs
დაბადების სახელი სანდრა ელისაბედ რულოვსი
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1968 (1968-12-23) (51 წლის)
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები, ტერნეზენი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება იურისტი
პროფესია პირველი ლედი, მწერალი
რელიგია მართლამდიდებელი
მეუღლე(ები) მიხეილ სააკაშვილი
შვილ(ებ)ი ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილი
საიტი გვერდი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-საიტზე
ხელმოწერა Sandra Roelofs Signature.svg

სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი (ნიდერლ. Sandra Elisabeth Saakasjvili-Roelofs; დ. 23 დეკემბერი, 1968) — საქართველოს პირველი ლედი 2004–2007 და 2008–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე.

დაიბადა ნიდერლანდების ქალაქ ტერნეზენში. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობს თბილისში.

1998 წელს რულოვსი აფუძნებს საქველმოქმედო ფონდს „სოკო“, რომელიც კურირებს ჰოლანდიური კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.

1999–2003 წლებში რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო, სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე. მშობლიური ჰოლანდიურის გარდა სანდრა რულოვსი ასევე ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულსა და ქართულს.

ქ-ნ რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი — ედუარდი და ნიკოლოზი.

სანდრა რულოვსი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნის „იდეალისტის ისტორია“ [1] 2007 წელს რულოვსი აფუძნებს პირველ კლასიკური მუსიკის რადიოსადგურს მთელს კავკასიაში, რადიო მუზას.

2019 წელს იყო ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან. მიიღო 24 096 ხმა (42,83%) და დაიკავა მეორე ადგილი. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sandra Elisabeth Roelofs: De first lady van Georgië: Het verhaal van een idealiste. Uitgeverij Archipel, Amsterdam/Antwerpen 2005, ISBN 90-6305-170-0.
  2. cesko.ge