რადიო მუზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რადიო ,,მუზა” არის პირველი და ერთადერთი რადიოსადგური საქართველოში, რომელიც 24 საათის განმავლობაში კლასიკურ მუსიკას გადასცემს. რადიო „მუზა“ სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დაარსდა. რადიოსადგურის ჩამოყალიბებაში რამდენიმე ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

მაუწყებლობის შესახებ ლიცენზია რადიო „მუზა“-მ 2006 წლის დეკემბერში მიიღო, ხოლო რადიოპროგრამები ეთერში 2007 წლის ზაფხულიდან გავიდა.

2007 წლის ზაფხულიდან რადიო „მუზა“ მაუწყებლობდა მხოლოდ თბილისში, FM დიაპაზონზე 95.9. მისი მოსმენა შესაძლებელია უკვე 10 რეგიონში. ამით საქართველოს მოსახლეობის 90%-ს შესაძლებლობა აქვს 24 საათის განმავლობაში კლასიკურ მუსიკას უსმინოს.

სიხშირეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა ამისა რადიო „მუზა”-ს მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]