ტერნეზენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტერნეზენი
ნიდერლ. Terneuzen
TerneuzenStadhuis.JPG
ქალაქის მერია
დროშა გერბი
Terneuzen vlag.svg Coat of arms of Terneuzen.svg

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია ზელანდიის პროვინცია
კოორდინატები 51°20′00″ ჩ. გ. 3°50′00″ ა. გ. / 51.33333° ჩ. გ. 3.83333° ა. გ. / 51.33333; 3.83333
მმართველი Jan Lonink
პირველი ხსენება 1325
ფართობი 317,78 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4 მეტრი
მოსახლეობა 55 244 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 220 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 4520–4523, 4530–4559 და 4570–4579
ოფიციალური საიტი http://www.terneuzen.nl/ და http://www.terneuzen.nl
ტერნეზენი — ნიდერლანდები
ტერნეზენი

ტერნეზენი (ნიდერლ. Terneuzen) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ-დასავლეთ ნიდერლანდებში, ზელანდიის პროვინციაში, ზელანდიის ფლანდრიის შუაგულში. 55 000 მცხოვრებით იგი პროვინციის ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტია.

ქალაქი მდებარეობს დასავლეთ შელდის ესტუარის სამხრეთ ნაპირზე. დანარჩენ ნიდერლანდს უკავშირდება დასავლეთ შელდის გვირაბით, რომელიც 2003 წლის მარტში გაიხსნა. ტერნეზენი ქვეყნის დარჩენილ ნაწილთან რკინიგზით დაკავშირებული არაა.

ტერნეზენი წყაროებში პირველად 1325 წელს იხსენიება და ამ დროისთვის იგი სტრატეგიული პორტი იყო მდინარე გენტის სანაოსნო გზაზე. გენტი-ტერნეზენის არხი დღემდე მნიშვნელოვანი სანაოსნო გზაა. ტერნეზენის ნავსადგური მესამე უდიდესია ქვეყანაში როტერდამისა და ამსტერდამის შემდეგ. ქალაქში ფუნქციონირებს Dow Chemical Company-ს უდიდესი ფაბრიკა აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

გადმოცემის მიხედვით, ტერნეზენში ერთ დროს სახლობდა მფრინავი ჰოლანდიელი — ვან დერ დეკენი, რომელიც ღმერთმა დაწყევლა და ზღვაში სამუდამო მოგზაურობით დასაჯა.

ქალაქის სტატუსი ტერნეზენმა 1584 წელს მიიღო. 1877 წლამდე, მას ხშირად მოიხსენიებდნენ ნეზენის სახელით.

ცნობილი ადამიანები ტერნეზენიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]