საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საია)
Jump to navigation Jump to search

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია; საქმიანობა დაიწყო როგორც პროფესიონალ იურისტთა გაერთიანებამ, რომელმაც მიზნად დაისახა იურისტის პროფესიის გარშემო არსებული უარყოფითი სტერეოტიპის შეცვლა და საკუთარი პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობისა და საქმიანობის მაგალითზე იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათადაცვა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა.

„საია“ დაფუძნდა 1994 წლის 9 სექტემბერს, ოფიციალურად კი რეგისტრაცია გაიარა 1994 წლის 21 სექტემბერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ (კავშირმა). „საია“ წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. დღესდღეობით „საია“ 700-მდე წევრს აერთიანებს.

წლების განმავლობაში „საია“ ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მთავარი მიმართულებებით:

  • უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება;
  • იურიდიული სწავლება და სამოქალაქო განათლება;
  • საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა;
  • უფლებადარღვეულ მოქალაქეთა სასამართლო წარმომადგენლობა და სტრატეგიული სამართალწარმოება;
  • იურისტთა პროფესიული დაოსტატება;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
  • ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალეობის ხელშეწყობა.

საია საქმინობას ახორციელებს თბილისსა და რვა რეგიონში:

ორგანიზაციის თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]