თეთრი ქვები
იერსახე
თეთრი ქვები — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის ჩრდილოეთით, ნასოფლარ ჩალაუბნის ცენტრიდან 4-5 კულომეტრზე. ბაკურციხისხევის მარცხენა შენაკადის ხუციხევის სათავესთან, ტყეში. განეკუთვნება მუსტიეს ხანას. სამანქანო გზის მშენებლობის დროს გზის ორივე მხარეს ჩახრამულ-გადარეცხილ ჭრილებში შეგროვდა ადგილი კაჟის მოგრძო და დაბალი, ფართო, არასწორი მოყვანილობის გლუვი, ქვედა სიბრტყისკენ ბლაგვი კუთხით დახრილი დარტყმის მოედნიანი ანატკეცები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუგიანიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 223.