რადიო ჰერეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რადიო ჰერეთი — შპს სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთი, დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში. დაარსდა 1998 წლის 29 აგვისტოს (ლიცენზიის ნომერი (B95)). დამფუძნებელია რამაზ სამხარაძე.

რადიო ჰერეთის სიგნალი ეთერში პირველად 1998 წლის 27 დეკემბერს გავიდა კახეთის რეგიონში ტალღაზე FM 101, მოგვიანებით კი FM 102.8.

რადიო ჰერეთის დაფარვის ზონა კახეთის რეგიონის 98 % მოიცავს, დაფარვის არეალში ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია. მაუწყებლობა ვრცელდება მთელ კახეთის რეგიონში - ლაგოდეხი, წნორი, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო, ახმეტა, ასევე დასავლეთ აზერბაიჯანშიბელაქანი, ზაქათალა, კახი. რადიო ჰერეთმა მსმენელს შესთავაზა ჟურნალისტური გამოძიებები და საინფორმაციო ანალიტიკური რადიოჟურნალები.

2006 წელს რადიო ჰერეთს, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, მიღებული აქვს ერთიანი მსოფლიოს მედია პრიზის სერტიფიკატი - მსოფლიო სამაუწყებლო ტრესტისაგან, One Word Media Trust - ნომინაციაში "ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის".

რადიო ჰერეთი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის IBB-ის პარტნიორია, რომლის მეშვეობით კახეთის რეგიონში პირველად გაისმა “რადიო თავისუფლება” პრაღიდან.

რადიო ჰერეთი ”საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის” GRRN - ის ერთ ერთი დამფუძნებელია. ჰერეთის პარტნიორები არიან რადიოსადგურები: “ძველი ქალაქი” ქუთაისი FM 107.9, “ათინათი” - ზუგდიდი FM 105,9 და “ჰარმონია” - ფოთი FM 100,5.

რადიო ჰერეთი პირველი ქართული რადიომაუწყებლობაა APPLE-ს ქსელში, რომლის საშუალებითაც ჰერეთის ეთერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. იხილეთ ჰერეთის აპლიკაცია APPLE–ს მობილურ ტელეფონებში, ასევე ყველა ტიპის IPhone ITunes –ში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]