ნარცისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია მითოლოგიურ პიროვნებას ეხება. ყვავილის შესახებ იხილეთ ნარგიზი.

ნარცისი, ნარკისე (ლათ. Narcissus, ბერძ. Νάρκισσος) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მშვენიერი ჭაბუკი, მდინარე კეფისეს ღვთაებისა და ნიმფა ლეირიოპეს ძე. ნარცისზე ლეგენდის მრავალი ვარიანტი არსებობს. ყველაზე პოპულარულია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ გამოყენებული მითი: ჭაბუკმა უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს — ნარცისს ისე შეაყვარეს თავისი გამოსახულება წყალში, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალე კიდეც გარდაიცვალა. ნარცისის სხეული ყვავილად იქცა. გადატანითი მნიშვნელობით — თავის თავზე შეყვარებული ადამიანი.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]