ნიყვი
Jump to navigation
Jump to search
ნიყვი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Amanita caesarea | ||||||||||||||
|
ნიყვი, სოკოწითელა (ლათ. Amanita caesarea) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. მისი ქუდის დიამეტრი 20 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია, მოწითალო-ნარინჯისფერი. ფირფიტები მოყვითალოა, ფეხზე მოყვითალო არშია აქვს, ძირში კი — თეთრი ტოპრაკისებრი წარმონაქმნი.
ჩვენში მხოლოდ დასავლეთ საქართველოს წიფლნარსა და მუხნარში იზრდება, ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში. საუკეთესო საჭმელი სოკოა, იხმარება მხოლოდ ახალი (მოხრაკული ან შემწვარი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 452, თბ., 1984 წელი.