კვერცხისებრი ბილწასოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Amanita ovoidea)
კვერცხისებრი ბილწასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  კვერცხისებრი ბილწასოკო
ლათინური სახელი
Amanita ovoidea (Bull.) Link, 1833

კვერცხისებრი ბილწასოკო (ლათ. Amanita ovoidea) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში.

ერთი წყარო საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე — შხამიანად. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1788 წელს როგორც Agaricus ovoideus.[1] ამანიტას გვარში გადაიტანა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა ჰაინრიხ ფრიდრიხ ლინკმა 1833 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus ovoideus Bull. (1788)
  • Amanita alba Pers. (1818)
  • Agaricus ovoideus var. leucomyces Fr. (1821)
  • Amidella ovoidea E.-J. Gilbert (1940)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 6-20 სმ, ხორციანი, თავიდან კვერცხისებრი, შემდეგ ნახევარსფეროსებრი, ასაკთან ერთად — ბრტყლად ამოზნექილი. კიდეები თანაბარი, საბურველის ნარჩენებით. თეთრი ან ტალახისფერ-თეთრი, ბრწყინავი, მშრალი, თავდაპირველად დაფარულია თეთრი მეჭეჭებით, რომელიც ასაკთან ერთად ქვრება.[3]

რბილობი — თეთრი, მკვრივი, გაჭრისას ფერს იცვლის. ნორჩობაში განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. სიბერეში ახასიათებს ლეშის მაგვარი უსიამოვნო სუნი.

ფეხის სიგრძე — 10-15 სმ, სისქე 3-5 სმ, ფიფქოვანი, ძირში გაგანიერებული. ზედაპირი თეთრი. საყელო თეთრი, სქელი, შებუსვილი, ვოლვა ნახევრად თავისუფალი, დანაკვთული, თეთრი, შემდგომში — ყავისფერ-მოყვითალო.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თავისუფალი, ფართო, ხშირი, თეთრი ფერის, ასაკთან ერთად კრემისფერ შეფერილობას იღებს, დაშვებული კიდეებით.

სპორების მტვერი — თეთრი.[4] სპორები — 10-12×6-8 მკმ, უფერული, გლუვი, ფართო ოვალური, წაგრძელებულ-ელიფსისებრამდე, ამილოიდური; ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 35-45×8-12 მკმ, გურზისებრი. ფირფიტების ტრამა ბილატერალური. ჰეილოცისტიდები — 30-40×6-10 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სითბოს მოყვარული სოკოა. იზრდება კირიან და ქვიშიან ნიადაგზე ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, გზის პირებზე, მთებში. მიკორიზა ქმნის ფიჭვთან, მუხასთან, წაბლთან, წიფელთან და სოჭთან.

გავრცელების არეალი ძირითად მოიცავს ხმელთაშუაზღვისპირეთს.[5] ევროპაში აგრეთვე გვხვდევა ბრიტანეთის კუნძულებზე, ავსტრიაში, შვეიცარიაში, უკრაინაში, (იმიერკარპატები, ყირიმის სამხრეთი ნაპირი), საქართველოში, აზიაშიდასავლეთი ციმბირი და იაპონია.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვერცხისებრი ბილწასოკოს ვარგისიანობა ეჭვქვეშ დგას. ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად. მისგან მოწამვლის რიგი შემთხვევებია დაფიქსირებული.[6][7] გარდა ამისა, გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს ამანიტას გვარის თეთრი ფერის მომაკვდინებლად შხამიან სოკოებში, მაგალითისთვის როგორებიცაა Amanita virosa, Amanita verna და Amanita Proxima.[8] საფრანგეთში რამდენიმე ადამიანმა მიიღო ღვიძლის სერიოზული დაზიანება, მას შემდეგ, რაც კვერცხისებრი ბილწასოკოს ნაცვლად შემთხვევით შეჭამეს Amanita Proxima.[9][10] მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კვიპროსშიც.[11][12]

ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში სოკოებში არსებული მინერალების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხისებრი ბილწასოკოს საჭმელად გამოყენება უსაფრთხოა.[13]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вассер С. П. (1992). Флора грибов Украины. Аманитальные грибы. К.: „Наукова думка“, გვ. 123—124. ISBN 5-12-003226-5. 
  • (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“, გვ. 49. ISBN 5-17-009961-4. 
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 18. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pierre Bulliard: „Herbier de la France ou, Collection complette des plantes indigenes de ce royaume etc., vol. 8, Editura Didot, Debure, Belin, Paris 1788, p. 364
  2. D. H. F. Link: „Handbuch zur Erkennung der nutzbarsten und am häufigsten vorkommenden Gewächse”, vol. 3, Editura Haude und Spenersche Buchhandlung, Berlin 1833, p.273 [1]
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 142, ISBN 99940-856-1-1.
  4. Karin Montag: Eier-Wulstling. Porträt Nr. 73. In: Der Tintling. Band 43, Nr. 2, 2005, ISSN 1430-595X.
  5. Gérard Houdou, Champignons de nos régions, Editions de Borée (2005), p. 147.
  6. Loizides M., Kyriakou T., Tziakouris A. (2011). Edible & Toxic Fungi of Cyprus. 1st Edition, 304 p. ISBN 978-9963-7380-0-7
  7. Leray H, Canaud B, Andary C, Klouche K, Béraud JJ and Mion C. (1994). Intoxication par Amanita proxima. Néphrologie 15: 197-199.
  8. Pérez Calvo200, Javi. (2009-01-23) Amanita ovoid. Fungipedia. ციტირების თარიღი: 2010-05-24
  9. de Haro L, Jouglard J, Arditti J, David JM. (1998). Acute renal insufficiency caused by Amanita proxima poisoning: experience of the Poison Center of Marseille. Nephrologie (19): 21–4.
  10. Leray H, Canaud B, Andary C, Klouche K, Béraud JJ and Mion C. (1994). Intoxication par Amanita proxima. Néphrologie 15: 197-199.
  11. Loizides M., Kyriakou T., Tziakouris A. (2011). Edible & Toxic Fungi of Cyprus. 1st Edition, 304 p. ISBN 978-9963-7380-0-7
  12. Loizides M, Bellanger JM, Yiangou Y, Moreau PA. (2018). Preliminary phylogenetic investigations into the genus Amanita (Agaricales) in Cyprus, with a review of previous records and poisoning incidents. Documents Mycologiques 37, 201–218.
  13. „Minor element and heavy metal content of edible wild mushrooms native to Bolu, North-West Turkey“. Fresenius Environmental Bulletin. 17 (2): 249–252. 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2010-05-24.