შხამასოკო (ლათ.Amanita phalloides) — ქუდიანი სოკო ამანიტასებრთაოჯახისა. ქუდი თეთრია ან მომწვანო ელფერი დაკრავს, შუაში უფრო მუქია. დიამეტრი 7-11 სმ აღწევს. ქუდის ქვედა მხარეს თეთრი ფირფიტებია განვითარებული. ფეხი თეთრი ან მომწვანოა, ფირფიტისებრი საყელო აქვს. ფეხის ძირი გამსხვილებულია და პარკისებრ წარმონაქმნშია ჩამჯდარი. იზრდება ერთეულ ეგზემპლარებად ზაფხულ–შემოდგომით ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, განსაკუთრებით მუხნარში. განსაკუთრებული სუნი და გემო არ აქვს. მისი შხამი მომაკვდინებელია, შეიცავს დიდი რაოდენობით ამატოქსინებს და ფალოტოქსინებს. საქართველოში მცირე რაოდენობით არის გავრცელებული.