ნიკოლ ლოთარინგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლ ლოთარინგიელი
Nicole de Lorraine c. 1625.jpg
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 31 ივლისი, 1624
მმართ. დასასრული: 25 ნოემბერი, 1625
წინამორბედი: ანრი II
მემკვიდრე: ფრანსუა II
ლოთარინგიის კონსორტ-ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1 დეკემბერი, 1625
მმართ. დასასრული: 19 იანვარი, 1634
წინამორბედი: კრისტინა დე სალმი
მემკვიდრე: კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ოქტომბერი, 1608
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 2 თებერვალი, 1657, (48 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: შარლ IV, ლოთარინგიის ჰერცოგი
მამა: ანრი II, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: მარგერიტა გონძაგა
რელიგია: კათოლიციზმი

ნიკოლ ლოთარინგიელი (ფრანგ. Nicole de Lorraine; დ. 3 ოქტომბერი, 1608 — გ. 2 თებერვალი, 1657) — ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ისა და მარგერიტა გონძაგას უფროსი ასული. ლოთარინგიის ჰერცოგინია 1624-1625 წლებში. ლოთარინგიის კონსორტ-ჰერცოგინია 1625-1634 წლებში როგორც შარლ IV-ის მეუღლე. განქორწინების შემდეგ მან დატოვა ლოთარინგია და საფრანგეთში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლი დაიბადა 1608 წლის 3 ოქტომბერს ნანსში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ისა და მისი მეორე ცოლის, ჰერცოგინია მარგერიტა გონძაგას უფროსი ქალიშვილი. იგი თავის უმცროს დასთან, კლოდ ფრანსუაზთან ერთად იზრდებოდა ფუფუნებაში. ვინაიდან მის მშობლებს ვაჟი არ ჰყავდათ ნიკოლი მათ მემკვიდრედ მოიაზრებოდა.

ლოთარინგიული დინასტიის ძირითადი ხაზის შესანარჩუნებლად, 1621 წლის 23 მაისს ნიკოლი დააქორწინეს მის ღვიძლ ბიძაშვილზე, ვედემონის გრაფ ფრანსუა ლოთარინგიელის ვაჟ შარლზე. იმავდროულად, ნიკოლის და დააქორწინეს შარლის ძმაზე.

ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლ IV და ნიკოლ ლოთარინგიელები

1624 წლის 31 ივლისს ანრი II გარდაიცვალა. როგორც მისი უფროსი ასული, ნიკოლი ლოთარინგიის ჰერცოგინია გახდა. 1625 წლის ნოემბერში მისმა ბიძა-მამამთილმა ფრანსუამ, როგორც რენე II-ის შთამომავალმა, მოითხოვა საჰერცოგოს ტახტი. იმავე წლის 25 ნოემბერს ჩამოაგდეს ნიკოლი და ფრანსუა II ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა. როგორც აღმოჩნდა, მას საერთოდ არ მოეწონა მონარქობა, რის გამოც რამდენიმე დღეში, 1625 წლის 1 დეკემბერს გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის, შარლ IV-ის სასარგებლოდ. ამის გამო ნიკოლი ლოთარინგიის ჰერცოგინია გახდა, თუმცა ამჯერად მხოლოდ კონსორტის რანკში.

ჰერცოგინია-კონსორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გარდა, რომ მათი ქორწინება მხოლოდ დინასტიური ინტერესებით იყო განპირობებული, 1625 წელს განვითარებული მოვლენების გამო ცოლ-ქმარს შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაიზარდა. შარლს მისი მიტოვება სურდა, თუმცა განქორწინებას მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე ვერ მიაღწევდა. ამის გამო, 1631 წელს შარლმა ნიკოლს ჯადოქრობაში დასდო ბრალი, რის გამოც მას სიკვდილით დასჯა მოელოდა, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს. განქორწინება ნიკოლსაც უნდოდა, მაგრამ ეკლესია მათ ამის ნებას არ რთავდათ.

1634 წელს შარლმა პაპს დაუმტიკცა, რომ ნიკოლი უნაყოფო იყო და დინასტიის გაგრძელების მიზნით მასთან განქორწინება ითხოვა. ყოველივე ამის შემდეგ, ამავე წლის 19 იანვარს პაპმა მათი ქორწინება გააუქმა, რის შემდეგაც შარლი სასწრაფოდ დაქორწინდა მეორედ.

განქორწინებული ნიკოლი სამუდამოდ წავიდა მშობლიური ლოთარინგიიდან და საფრანგეთში, პარიზში დასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი ოცი წელი. იგი პარიზში, 1657 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა 48 წლის ასაკში, უშვილოდ.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henry Bogdan: La Lorraine de ducs, sept siècles d’histoire. 2005
  • Georges Poull: La maison ducale de Lorraine. 1991