მარგერიტა გონძაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგერიტა გონძაგა
Margherita Gonzaga
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 მაისი 1608
მმართ. დასასრული: 31 ივლისი 1624
წინამორბედი: კლაუდია ვალუა
მემკვიდრე: კრისტინა დე სალმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ოქტომბერი 1591
დაბ. ადგილი: მანტუა, იტალია
გარდ. თარიღი: 7 თებერვალი 1632 (40 წლის)
გარდ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
მეუღლე: ანრი II ლოთარინგიელი
დინასტია: გონძაგა
მამა: ვინჩენცო გონძაგა
დედა: ელეონორა მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგერიტა გონძაგა (დ. 2 ოქტომბერი 1591 — გ. 7 თებერვალი 1632)მანტუას ჰერცოგ ვინჩენცო გონძაგასა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ელეონორა მედიჩის შუათანა ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორა გონძაგას უფროსი და. 1606 წლის 24 აპრილს დაქორწინდა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ის ვაჟ ანრიზე. 1608 წელს ქმრის ტახტზე ასვლით იგი გახდა ლოთარინგიის ჰერცოგინია. 1624 წელს ანრის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მარგერიტას მაზლი ფრანსუა ავიდა. ქვრივი მარგერიტა სიცოცხლის ბოლომდე ლოთარინგიაში ცხოვრობდა და გარდაიცვალა 1632 წლის 7 თებერვალს, 40 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგერიტას და ანრის 4 გოგონა შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ორმა მიაღწია ზრდასრულობამდე:

  • მკვდარშობილი გოგონა (თებერვალი 1607);
  • ნიკოლი (3 ოქტომბერი 1608 - 23 თებერვალი 1657),ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ IV-ს;
  • გოგონა (10 თებერვალი 1611 - 11 თებერვალი 1611);
  • კლაუდია (15 ოქტომბერი 1612 - 2 აგვისტო 1648),ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს,ლოთარინგიის ჰერცოგ ნიკოლას II-ს;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]