ფრანსუა II ლოთარინგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსუა II
François II duc de Lorraine et de Bar en 1625 (1572-1632).jpg
ლოთარინგიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 27 თებერვალი 1625
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი 1625
წინამორბედი: ნიკოლ ლოთარინგიელი
მემკვიდრე: შარლ IV ლოთარინგიელი
სხვა წოდებები: ვემონტის გრაფი
ბარის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 თებერვალი 1572
გარდ. თარიღი: 14 ოქტომბერი 1632 (60 წლის)
მეუღლე: კრისტინა სალმი
შვილები: შარლ IV, ლოთარინგიის ჰერცოგი
ანრიეტი, ლექსინის პრინცესა
ნიკოლას II, ლოთარინგიის ჰერცოგი
მარგარიტა, ორლეანის ჰერცოგინია
მამა: შარლ III ლოთარინგიელი
დედა: კლაუდია ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანსუა II ლოთარინგიელი (ფრანგ. François de Lorraine) (დ. 27 თებერვალი 1572 - გ. 14 ოქტომბერი 1632) — ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ცოლის, ფრანგი პრინცესა კლაუდია ვალუას უმცროსი ვაჟი. ვემონტის გრაფი. ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგი 1625 წელს ძმის სიკვდილის შემდეგ, თუმცა ტახტზე ასვლიდან მალევე თანამდებობიდან გადადგა თავისი ვაჟის სასარგებლოდ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი მეუღლის, ფრანგი პრინცესა კლაუდია ვალუას უმცროსი შვილი. მამამისის მმათველობისას (1545-1608) და ასევე მისი ძმის ანრი II-ის მმართველობისას (1608-1624) იგი გენერალ-ლეიტენანტი იყო და ჰქონდა ვემონტის გრაფის წოდება. რამდენჯერმე იბრძოდა ლოთარინგიის საზღვრებს გარეთ.

1594 წელს იგი იყო საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის გენერალ-ლეიტენანტი და მისთვის იბრძოდა. ამ ბრძოლებისას მან აიღო ჰუგენოტთა ქალაქები ტური და ვერდენი. 1606 წელს დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ინგლისში. 1608 წელს ფრანსუა გერმანიაში წავიდა პროტესტანტებთან საბრძოლველად.

მალე ფრანსუასა და მის ძმას შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ანრის სურდა ფრანსუა თავის ქალიშვილ ნიკოლზე დაექორწინებინა. ამაზე ფრანსუამ სასტიკი უარი თქვა და დატოვა ლოთარინგია. მიუხედავად ამისა, ანრისა და მის ცოლს მარგერიტა გონძაგას მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდათ და ერთადერთი მემკვიდრე ფრანსუა იყო. საბოლოოდ პრობლემა იმით მოგვარდა, რომ ნიკოლი დააქორწინეს ფრანსუას ვაჟ შარლზე.

1624 წელს ანრი გარდაიცვალა, რამაც სიტუაცია გაართულა. თუმცა ანრის ანდერძის მიხედვით ჰერცოგი ნიკოლი და მისი ქმარი შარლი გახდნენ.

1625 წელს ფრანსუა ლოთარინგიის ტახტზე ავიდა, თუმცა სულ მალევე გადადგა თანამდებობიდან თავისი ვაჟის შარლ IV-ის სასარგებლოდ.

როგორც შემდგომ ფრანსუამ განაცხადა, მას არასდროს ჰქონია იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ მონარქი გამხდარიყო. სულ მალე მან დაიბრუნა ძველი, ვემონტის გრაფის ტიტული და ცოლთან ერთად უკანასკნელი წლები მშვიდად გაატარა. 1632 წლის 14 ოქტომბერს ფრანსუა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა დაქორწინებული იყო კრისტინა სალმიზე, რომელთანაც 6 შვილი შეეძინა:

  1. ანრი (1602-1611), ატონშატელის მარკიზი, გარდაიცვალა ბავშვობაში;
  2. შარლ IV (1604-1675), ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგი. იქორწინა სამჯერ, ჯერ თავის ბიძაშვილ ნიკოლ ლოთარინგიელზე რომელსაც უშვილობის გამო გასცილდა, მეორედ ბეატრის დე კუსაკზე რომელთანაც შვილები ჰყავდა და მესამედ მარი ლუიზ დ'ასპრემონტზე;
  3. ანრიეტი (1605-1660), დაქორწინდა ლექსინის პრინც ლუიზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია;
  4. ნიკოლას II (1609-1670), ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგი, იქორწინა თავის ბიძაშვილ კლაუდია ლოთარინგიელზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  5. მარგარიტა (1615-1672), დაქორწინდა ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. კრისტინა (1621-1622), გარდაიცვალა ბავშვობაში;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henry Bogdan: La Lorraine de ducs. Sept siècles d’histoire. Perrin, Paros 2005.
  • Georges Poull: La maison ducale de Lorraine. Selbstverlag, Rupt-sur-Moselle 1991.
  • Detlev Schwennicke: Europäische Stammtafeln. Band I.2, 1999, Tafel 208.