მარატის სიკვდილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარატის სიკვდილი
La Mort de Marat
Jacques-Louis David - Marat assassinated - Google Art Project 2.jpg
ჟაკ-ლუი დავიდი, 1793
ზეთით ფერწერა
165 × 128 სმ

ბრიუსელი

„მარატის სიკვდილი“ (ფრანგ. La Mort de Marat) — ჟაკ-ლუი დავიდის ნახატი, რომელიც შეიქმნა 1793 წელს. „მარატის სიკვდილში“ ასახულია ფრანგი რევოლუციონერის მარატის სიკვდილის სცენა. რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა ავადმყოფ მარატთან შეაგზავნეს მკვლელი, რომელმაც სამკურნალო აბაზანაში მყოფი იაკობინთა ბელადი სიცოცხლეს გამოასალმა. მარატის ვერაგულმა მკვლელობამ შეაძრწუნა დავიდი. იგი მაშინვე თავის მეგობრის ბინაში გაეშურა. ნახევრად ჩაბნელებულ სააბაზანოში გადახატა მიცვალებულის სახე, სამი თვის დაძაბული მუშაობის შემდეგ კი შექმნა სურათი „მარატის სიკვდილი“. ეს სურათი დავიდმა ეროვნულ კონვენტს გადასცა საჩუქრად.

მუქ ფონზე გამოსახული მარატის სხეული ქანდაკებას მოგვაგონებს, დაჭრილს თავი უკან აქვს გადაგდებული, ჭრილობიდან კი სისხლი ჟონავს. მარცხენა ხელში უჭირავს ბარათი, რომელიც მკვლელს მის სახლში შესაღწევად დაეხმარა, მარცხენა ხელი უღონოდ აქვს დაშვებული იატაკისკენ, თუმცა ხელში კალამი უჭირავს. იატაკზე გდია მკვლელის დანა. ამით დავიდი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მკვლელმა მარატი სასიკვდილოდ სწორედ მისი კალმის გამო გაიმეტა, მაგრამ ამით მკვლელმა მას მხოლოდ სიცოცხლე წაართვა, ხოლო მისი აზრები უკვდავად დარჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]