ლენდ-არტი
ლენდ-არტ (ინგლ. land art — ლანდშაფტის ხელოვნება) — მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც წარმოიშვა 1960-1970-იან წლებში[1] დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში.[2][3][4] ლენდ-არტი არის ხელოვნების მოძრაობა, რომელშიც გადმოცემულია დედამიწის ბუნება ქვებით, მცენარეებით და წყლით, ზოგჯერ მინერალური პიგმენტებით. ლენტ-არტის ნიმუშები გვხვდება თითქმის მთელ მსოფლიში.
ლენდ-არტის ზოგიერთი ნიმუში მდებარეობს მიუვალ ადგილზე, მათი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ თვითმფრინავიდან ან ვერტმფრენიდან. ლენდ-არტის სკულპტურები არ დევს მიწაზე (ისინი შერწმულები არიან ბუნებასთან), რაც ნიშნავს, რომ ლენდ-არტისტები ბუნებას გადმოგვცემდნენ ყოველგვარი დამატების გარეშე. ლენდ-არტის ნიმუშებს ხშირად ვხვდებით ნევადის უდაბნოში, ნიუ-მეხიკოში და არიზონაში. დღეს ეს ინფორმაცია შენახულია ვიდეოს ან ფოტოგრაფიის სახით.
ლანდ არტისტებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ საგალერიო სივრცეზე და ყოველგვარი მატერიალური საგნებისგან გათავისუფლებულიყვნენ, გასულიყვნენ ბუნებაში და თვითრეალიზაცია იქ მოეხდინათ.
ბუნებრივ მასალებად იყენებდნენ გამხმარ ტოტებს, ფოთლებს, ქვებს, კენჭებს, ქვიშას, ნაყოფს, სოკოებს, ბალახებსა და სხვა მრავალ საშუალებას. ბუნებრივი მასალები მეტ გასაქანს აძლევდა მათ ფანტაზიას. ლენდ-არტი გახლდათ ერთ-ერთი კონცეპტუალური ხელოვნება მე-20 საუკუნეში.
ყველაზე ცნობილი მიწის ნამუშევარი რობერტ სმითსონის 1970 წლის სპირალური ხომალდია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი სალტის ტბაში აშენდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960-1970 წლებში ლენდ-არტი კონცეპტუალური ხელოვნების მოძრაობის ნაწილი იყო. ლენდ-არტი გაგებული უნდა იყოს როგორც მხატვრული პროტესტი.
1960-1970 წლებში ლენდ-არტმა გააპროტესტა ამერიკაში ხელოვნების „დაუნდობელი კომერციალიზაცია“. ამ პერიოდში ხელოვნების ნიმუშების ექსპონატები უარყოფდა მუზეუმს ან გალერეას, როგორც ხელოვნების მოღვაწეობის დარგში შემუშავებულ იქნა მონუმენტური ლანდშაფტური პროექტები, რომლებიც ტრადიციულად მოქცეული ქანდაკებისა და კომერციული ხელოვნების ბაზრის ფარგლებს სცდებოდა, თუმცა ფოტოგრაფიული დოკუმენტაცია ხშირად წარმოდგენილი იყო ნორმალურ გალერეებში.
ლენდ-არტის წარმომადგენლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლენდ-არტი“ ვიკისაწყობში.
- ლენდ-არტის ნამუშევრები
- Alan Sonfist Official Website
- Artist in Nature International Network
- Denarend.com - About land art დაარქივებული 2009-01-29 საიტზე Wayback Machine.
- Land Arts of the American West
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tate, Art Terms, Land Art
- ↑ Jeffrey Kastner, Brian Wallis: Land and Environmental Art. Phaidon Press, Jun 23, 2010 ISBN 0714856436
- ↑ Art in the modern era: A guide to styles, schools, & movements. Abrams, 2002. (U.S. edition of Styles, Schools and Movements, by Amy Dempsey) ISBN 978-0810941724
- ↑ theartstory.org