დუნაის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დუნაის სკოლა, მიმდინარეობა ფერწერასა და გრაფიკაში XVI საუკუნის I ნახევარში სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიაში.

დუნაის სკოლას მიაკუთვნებენ ლ. კრანახის ადრეულ ნაწარმოებებს, ა. ალტდორფერისა და ვ. ჰუბერის შემოქმედებას, ჰ. ლაუტენზაკის, ა. ჰირშფოგელის, ი. ბროსა და სხვა ნამუშევრებს. დუნაის სკოლამ თავი დააღწია შუა საუკუნეთა ხელოსნურ ტრადიციებს, ახასიათებს თავისუფალი ფანტაზია, ემოციურობა, რომანტიკულობა, ზოგჯერ სახეთა ზღაპრულობა, ინტერესი ბუნებისადმი (განსაკუთრებით ტყისა და მდინარის პეიზაჟთა ასახვისადმი), სივრცისა და სინათლისადმი, შესრულების დინამიკური მანერა, მეტყველი ნახატი და ინტენსიური ფერი.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 653, თბ., 1978