მეროვინგული ხელოვნება
იერსახე
მეროვინგული ხელოვნება — საფრანგეთის ჩრდილოეთ და ცენტრალური ოლქების ხელოვნება. V-XIII საუკუნეებში ამ ტერიტორიებს მეროვინგები მართავდნენ. მეროვინგული ხელოვნება ეყრდნობოდა გვიანდელი ანტიკური, გალურ-რომაული, ბარბაროსული ხელოვნების ტრადიციებს. მეროვინგულმა არქიტექტურამ საფუძველი მოუმზადა წინარომანული არქიტექტურის აყვავებას. მეროვინგული ხელოვნების ნიმუშებია ბაპტისტერიუმები (პუატიე, IV-VII სს), კრიპტები (სენ-ლორანი გრენობლში, VIII ს) და ბაზილიკური ეკლესიები. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია დეკორატიულმა გამოყენებითმა ხელოვნებამ. გავრცელებული იყო ქვაზე ბრტელი რელიეფური კვეთა, გამომწვარი თიხის რელიეფები, ოქროთ, ვერცხლით და ძვირფასი ქვებით შემკული საეკლესიო ნივთები, იარაღები, წიგნის მინიატურა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 591.