ნეო-ფუტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეო-ფუტურიზმი — გვიანი მე-20 საუკუნისა და 21 საუკუნის მიმართულება ხელოვნებაში, დიზაინსა და არქიტექტურაში. მიმართულება უკან იტოვებს პოსტ-მოდერნიზმის სკეპტიკურ ხასიათსა და იდეალისტურ რწმენას.

ეს ავანგარდისტული მოძრაობა არის სწრაფად მზარდი ქალაქების პრაქტიკულობის ფუტურისტული ცვლა. სწრაფი ინდუსტრიალიზაციის აზრმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომია, წამოიღო აზროვნების სრულიად ახალი ნაკადი ცხოვრებაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში და ამან მიგვიყვანა ჯერ პოსტ-მოდერნიზმთან, შემდეგ ნეომოდერნიზმთან და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნეო-ფუტურიზმი. დასავლეთ ქვეყნებში ფუტურისტული არქიტექტურა განვითარდა არტ დეკოში, გუგიში და ჰაი-ტექ არქიტექტურაში და საბოლოოდ ნეო-ფუტურიზმში. ნეო-ფუტურისტულ ქალაქმშენებლებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს და არტისტებს სჯერათ რომ ქალაქები გარეთ უშვებენ ემოციებს გარკვეული ფაქტორებით, რომლებიცაა ეკოლოგიური განვითარება, ეთიკური ღირებულებები და ახალი მატერიალები. ნეო-ფუტურისტები თვლიან რომ ახალი ტექნოლოგიებით უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი ცხოვრების ხარისხი ქალაქთა მაცხოვრებლებისთვის.

საწყისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეო-მოდერნიზმმა გზა გაიკაფა 60-იანი წლების შუა რიცხვებში ჰოლ ფოსტერის, კონცეფციის ავტორის, წყალობით. ამ მიმდევრობის აღმოცენების სხვა წევრები არიან, ამერიკელი არქიტექტორი ბაქმინისტერ ფულერი, ფინელ-ამერიკელი არქიტექტორი და ინდუსტრიული დიზაინერი ერო სარინენი, ბრიტანული ავანგარდისტული არქიტექტორთა ჯგუფი (პიტერ კუკი, ვარენ ჩაკი, რონ ჰერონი, დენის კრომპტონი, მაიკლ უები და დევიდ გრინი), ამერიკული ავანგარდისტული არქიტექტორთა ჯგუფი ArchiGO, დანიელი არქიტექტორი ჰენინგ ლარსენი, ჩეხელი არქიტექტორი ჯან კაპლიცკი, შვედი არტისტი საიმონ შტალენჰაგი, იტალიელი მოქანდაკე მარკო ლოდოლა, ამერიკელი კონცეპტუალური არტისტი სიდ მედი, ამერიკელი სცენარისავტორი გრეგ ალენი და რუსი პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი.

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეო-ფუტურიზმი ხელახლა აღზევდა 2007 წელს, ნეო-ფუტურისტული ქალაქ მანიფესტის გავრცელების შემდეგ, რომელიც შესული იყო BIE-სთვის წარდგენილ კანდიდატურაში, რომელიც დაწერა ნოვატორულმა დიზაინერმა ვიტო დი ბარიმ, წარსული იუნესკოს დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელმა წევრმა, რომ შემოეხაზა ხედვა ქალაქ მილანისთვის საყოველთაო Expo 2015-თვის. დი ბარიმ განსაზღვრა თავისი ნეო-ფუტურისტული ხედვა როგორც "ხელოვნების ურთიერთ-გამდიდრება, მოწინავე ტექნოლოგიებით და ეთიკური ღირებულებებით შევქმნით გაცილებით უკეთეს ცხოვრების ხარისხს". მან მიუთითა The Fourth Pillar-ის მდგრადი განვითარების თეორიას და ასევე თქვა რომ სახელი, ნეო-ფუტურიზმი, იყო შთაგონებული გაერთიანებულ ერთა მოხსენებით ‘ჩვენი საერთო მომავალი’. ჟან-ლუი კოენმა განმარტა ნეო-ფუტურიზმი, ტოგორც ტექნოლოქიის შედეგი. ეტან ჯ. ფილდმა დაწერა რომ თანამედროვე ნეო-ფუტურისტულ ესთეტიკაში მექანიზმი გარდაიქმნება შემოქმედებითი პროცესის განუყრელ ელემენტად და იწვევს არტისტული სახის უკიდურესობას, რაც იქნებოდა შეუძლებელი წინა კომპიუტერული ტექნოლოგიებით. რეინერ ბანამის განმარტება თუ რა არის ‘une architecture autre’ ასეთია, ‘ეს არის არქიტექტურა რომელიც ტექნიკურად ძლევს ყველა წინამორბედ არქიტექტურას და ეუფლება გამომხატველობით ფორმას’, ბანამი ასევე წერს ნეო-ფუტურიზმზე ‘ფორმა არ უნდა მიყვებოდეს ფუნქციას არყოფნამდე’

ხალხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეო-ფუტურისტული არქიტექტურისა და ხელოვნების ხელახლა აღზევდა 21-ე საუკუნის არქიტექტორების, ზაჰა ჰადიდისა და სანტიაგო კალატრავას, დამსახურებაა და ასევე მისი იდეის ავტორის, ვიტო დი ბარის.

ნეო-ფუტურისტები არიან, ფრანგი არქიტექტორი დენის ლამინგი, ამერიკელი არტისტები ერინ სპარლერი, მარლოუ როდეილი, Studio-X, ლორი მესონი, პანაიოტის ტერზისი და მიგელ ოვეილი. ფრანგი დიზაინერი პატრიკ ჟუენი, ბრიტანელი არტისტი ოლივია პიკი, იაპონელი დიზაინერი იუიმა ნაკაზატო, შვედი არტისტი საიმონ შტალენჰაგი და ბერძენი არტისტი ჩარის ტსევისი. ნაო-ფუტურისტმა შთანთქა ჰაი-ტექ არქიტექტურის რამდენიმე თემა და იდეა. ტექნოლოგია და კონტექსტი არის მთავარი ფოკუსი ამ მიმდინარეობის რამდენიმე არქიტექტორისთვის. ასეთი არქიტექტორები არიან ბაქმინისტერ ფულერი, ნორმან ფოსტერი, კენზო ტანგი, რენზო პიანო, რიჩარდ როჯერსი, ფრეი ოტო და სანტიაგო კალატრავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hal Foster, Neo-Futurism: Architecture and Technology, AA Files No. 14, Spring 1987. Published by: Architectural Association School of Architecture http://www.jstor.org/stable/29543561
  • Jean-Louis Cohen,The Future of Architecture. Since 1889, Published by: Phaidon, London, 2012 http://www.architecturaldigest.com/ad/books/2012/jean-louis-cohen-future-of-architecture-book-article
  • Vito Di Bari, The Neofuturistic City Manifesto, 2007 www.neofuturistic.com
  • Rowena Easton, The NeoFuturist Manifesto, 2008 http://www.neofuturist.org/manifesto.php
  • Caroline Klein, “Futuristic: Vision of Future Living”, Published by: DAAB, Cologne, 2011 ISBN 9783942597098
  • Hal Foster, What's Neo about the Neo-Avant-Garde? Vol. 70, Autumn, 1994 Published by: The MIT Press http://www.jstor.org/stable/779051
  • A History of Neo-Futurism, Erica Anne Milkovich, 2010 - Avant-garde (Aesthetics)
  • Gunther Berghaus, From Futurism to Neo-Futurism, in Avant-garde/Neo-avant-garde, 2005, published by Dietrich Scheunemann, Rodopi BV http://www.rodopi.nl/senj.asp?BookId=Avant+17
  • Colin Rowe, Fred Koetter, After the Millennium, in Collage City, 1983, published by Architecture - The MIT Press, Cambridge, MA
  • Etan Jonathan Ilfeld, Beyond Contemporary Art, 2012, Vivays Publishing, London
  • Anthony Vidler, Histories of the immediate present, 2008 MIT Press, Massachusetts Institute of Technology ISBN 978-0-262-72051-9
  • Reyner Banham, “A Clip-on Architecture,” Architectural Design 35, no. 11
  • Reyner Banham: Historian of the Immediate Future (Cambridge: MIT Press, 2002)
  • Ru Brown, FUTURISM IS DEAD LONG LIVE FUTURISM The legacy of techno-love in contemporary design, 2011, University of Washington - MDes Design Investigations
  • Gabriel Gyang Dung, Bridget Mlumun Akaakohol, J.C. Akor - The Concept Of Sustainable Development And The Challenges Of Economic Growth And Development In Nigeria - July 2014, Department of Economics, College of Education, Katsina-Ala.