ბარბიზონის სკოლა

ბარბიზონის სკოლა — XIX საუკუნის 30-60-იანი წლების რეალისტური პეიზაჟის ფრანგ მხატვართა ჯგუფი. სახელწოდება მიიღო ფონტენბლოს ტყესთან (პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მდებარე სოფელ ბარბიზონისაგან (Barbizon), სადაც დიდხანს მუშაობდა ჯგუფში შემავალი ზოგიერთი მხატვარი („ბარბიზონელები“). ბარბიზონის გარდა, ამ სკოლის მხატვრები მუშაობდნენ ილ-დე-ფრანსის, ნორმანდიის, ბურგუნდიის და სხვა რაიონებში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 205.