მოპტის რეგიონი
| რეგიონი | |
|---|---|
|
მოპტის რეგიონი ფრანგ. Mopti | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | მოპტი |
| კოორდინატები | 14°29′54″ ჩ. გ. 3°11′09″ დ. გ. / 14.49833° ჩ. გ. 3.18583° დ. გ. |
| ფართობი | 79 017 კმ² |
| მოსახლეობა | 2 036 209 კაცი (2009) |
| სიმჭიდროვე | 25,77 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] |
|
| |
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოპტის რეგიონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტომბუქტუს რეგიონი, დასავლეთიდან სეგუს რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბურკინა-ფასო.
მოპტის რეგიონის ტერიტორიაზე მომდინარე მდინარე ნიგერი აქ იტოტება რამდენიმე შენაკადად და ქმნის მრავალ პატარა ტბას. თვითონ რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში. მოპტის რეგიონში ასევე მდებარეობს მალის ყველაზე უფრო მაღალი მთა — ჰომბორი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოპტის რეგიონში ცხოვრობს დოგონების, სონგაის, ბოსოს, ფულბეს, ბამბარას ხალხი.
რეგიონის ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქებია — მოპტი, ჯენე, დუენტსა.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით მოპტის რეგიონი იყოფა 8 ოლქად:

| ოლქი | ფართობი, კმ² | მოსახლეობა,[2] ად. (2009) |
|---|---|---|
| ბანდიაგარა | 10 520 | 317 965 |
| ბანკასი | 9 054 | 263 446 |
| ჯენე | 4 563 | 207 260 |
| დუენტსა | 23 481 | 247 794 |
| კორო | 10 937 | 361 944 |
| მოპტი | 7 262 | 368 512 |
| ტენენკუ | 11 297 | 163 641 |
| იუვარუ | 7 139 | 106 768 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოპტის რეგიონი ХХ საუკუნის 1970-იან — 1980-იან წლებში აფრიკული გვალვების დაწყებამდე იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საკვები პროდუქტების (ბრინჯი, თევზი, პირუტყვი) მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი. დღეისათვის რეგიონი იძულებულია შემოიტანოს საკვები პროდუქტები.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალის მოპტის რეგიონი ტურისტული დანიშნულების ერთ-ერთი რეგიონია დასავლეთ აფრიკაში. აქ დასათვალიერებლად მდებარეობენ ისეთი ობიექტები, რომლებიც მიეკუთვნებიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს: ბანდიაგარას ესკარპები და ჯენეს დიდი მეჩეთი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Mopti), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/mopti.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-20 დაარქივებული 2012-07-27 საიტზე Wayback Machine.