კიდალის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კიდალის რეგიონი
ფრანგ. Kidal
Maison artisans.JPG
ქვეყანა მალის დროშა მალი
ადმ. ცენტრი Kidal
კოორდინატები 19°58′24″ ჩ. გ. 0°44′49″ ა. გ. / 19.97333° ჩ. გ. 0.74694° ა. გ. / 19.97333; 0.74694
ფართობი 151 430 კმ²
ცენტრის სიმაღლე 529 მეტრი
მოსახლეობა 67 739 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 0,45 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]
ISO 3166 კოდი ML-8[1]
Mali - Kidal.svg

კიდალის რეგიონი (ფრანგ. Kidal) — რეგიონი მალიში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კიდალი.
  • ფართობი — 151 430 კმ², მოსახლეობა — 67 739 ადამიანი (2009 წელი).[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიდალის რეგიონს სამხრეთიდან ესაზღვრება გაოს რეგიონი, დასავლეთიდან ტომბუქტუს რეგიონი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალჟირი, აღმოსავლეთიდან ნიგერი.

კიდალის რეგიონი შეიქმნა 1991 წელს აქ მომხდარი მოსახლეობის ამბოხის შემდეგ. ბუნებრივი პირობები საკმაოდ მკაცრია, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარულია საჰარის უდაბნოთი. მდინარეები და მყარი საფარის მქონე ავტოგზები არარსებობს. საკმაოდ შესამჩნევია დღე-ღამის განმავლობაში არსებული ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობა. დღისით ტემპერატურა აღწევს +45 °C-მდე, ხოლო ღამით შეიძლება დაეცეს +12 °С-მდე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიდალის რეგიონი ძირითადად დასახლებულია ტუარეგებით. ქალაქები — კიდალი და ტესალიტი, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მომთაბარეა. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია მესაქონლეობით, ვაჭრობით, კუსტარული ხელსაქმეობით.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიდალის რეგიონი ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 4 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილები არიან 11 კომუნად:

კიდალის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა
ოლქი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[3]
ად. (2009)
კიდალი 21 353 33 087
ტესალიტი 16 289
აბეიბარა 23 750 10 286
ტინ-ესაკო 39 000 7 976

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]