შინაარსზე გადასვლა

კულიკოროს რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
კულიკოროს რეგიონი
ფრანგ. Koulikoro
ქვეყანა მალის დროშა მალი
ადმ. ცენტრი Koulikoro
კოორდინატები 13°56′40″ ჩ. გ. 7°37′27″ დ. გ. / 13.9447194° ჩ. გ. 7.6244389° დ. გ. / 13.9447194; -7.6244389
ფართობი 95 848 კმ²
მოსახლეობა 2 422 108 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 25,27 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

კულიკოროს რეგიონი (ფრანგ. Koulikoro) — რეგიონი მალიში.

სიბის შემოგარენი

კულიკოროს რეგიონს დასავლეთიდან ესაზღვრება კაესის რეგიონი, აღმოსავლეთიდან სეგუს რეგიონი, სამხრეთიდან სიკასოს რეგიონი, ჩრდილოეთიდან მავრიტანია, სამხრეთ-დასავლეთიდან გვინეა. ასევე რეგიონის ანკლავია დედაქალაქის ადმინისტრაციული რაიონი ბამაკო.

კულიკოროს რეგიონი მდებარეობს მალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

კულიკოროს რეგიონში მიედინებიან მდინარეები ნიგერი, ბაულე, სანკარანი, ბაოგე, ბანი, ბაფინგი. რეგიონის სამხრეთ ნაწილში ჭარბობენ ნოტიო სავანები, ჩრდილოეთით ტიპიურია საჰელის ზონის ლანდშაფტი.

კულიკოროს რეგიონის მოსახლეობას წარმოადგენს ბამბარას, მანდინკას და სომონოს ხალხი.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულიკოროს რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით კულიკოროს რეგიონი იყოფა 7 ოლქად:

ოლქიფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
ად. (2009)
ნარა30 000242 990
ბანამბა7 500190 235
კოლოკანი12 000233 919
კულიკორო7 260211 103
დიოილა12 794491 210
კატი16 897948 128
კანგაბა5 500100 720