ჯენეს დიდი მეჩეთი
იერსახე


![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 116 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჯენეს დიდი მეჩეთი უდიდესი ტალახის აგურით ნაგები შენობაა მსოფლიოში და მრავალ არქიტექტორთა მიერ სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა, მნიშვნელოვანი ისლამური გავლენით. მეჩეთი ქალაქ ჯენეში, მალი, მდებარეობს, მდ. ბანის დელტაზე. მის ადგილას პირველი მეჩეთი აიგო მე-13 საუკუნეში, ამჟამინდელი სტრუქტურა კი 1907 წლით თარიღდება. ეს მეჩეთი ამჟამად აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 1988 წელს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯენეს დიდი მეჩეთი დაარქივებული 2020-05-29 საიტზე Wayback Machine.