შინაარსზე გადასვლა

კაესის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
კაესის რეგიონი
ფრანგ. Kayes
ქვეყანა მალის დროშა მალი
ადმ. ცენტრი კაესი
კოორდინატები 14°06′54″ ჩ. გ. 10°34′07″ დ. გ. / 14.11500° ჩ. გ. 10.56861° დ. გ. / 14.11500; -10.56861
ფართობი 119 743 კმ²
მოსახლეობა 1 993 615 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 16,65 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

კაესის რეგიონი (ფრანგ. Kayes) — რეგიონი მალიში.

საჰელის ზონა კაესის რეგიონში

კაესის რეგიონს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კულიკოროს რეგიონი, სამხრეთიდან გვინეა, დასავლეთიდან სენეგალი, ჩრდილოეთიდან მავრიტანია.

კაესის რეგიონი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში.

კლიმატი რეგიონში არაერთგვაროვანია. მის სამხრეთში გადაჭიმულია ნოტიო სავანები, რომელიც თანდათან გადადის საჰელის მშრალ ლანდშაფტში. კაესის რეგიონის ტერიტორიაზე მომდინარე მდინარეები ბაფინგი და ბაკოე ჩაედინება მდინარე სენეგალში.

კაესის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ მანდინკას, სონინკების, ფულბეს და ხასონკეს ხალხის წარმომადგენლები.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კაესის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით კაესის რეგიონი იყოფა 7 ოლქად:

ოლქიფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
ად. (2009)
კაესი22 190513 362
ბაფულაბე20 220233 926
კენიება12 883194 153
კიტა35 250434 379
დიემა12 440212 062
ნიორო11 060230 488
ელიმანი5 700178 442
  1. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation)
  2. Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Kayes), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/kayes.pdf. წაკითხვის თარიღი: 20 აგვისტო 2017 დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. .