მალის რეგიონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალის რეგიონებიმალი ადმინისტრაციულად იყოფა რეგიონებად და ერთ დედაქალაქის რაიონად. რეგიონებს სახელწოდებები მიღებული აქვთ მათი ადმინისტრაციული ცენტრების მიხედვით. რეგიონები იყოფა 49 მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულად (Cercles) და მესამე დონის 703 კომუნად.[1]

რეგიონები დანომრილია რომაული სისტემით დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით[2]. ქალაქი ბამაკო წარმოადგენს ცალკე მდგომ ადმინისტრაციულ ერთეულს.

რეგიონების ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალის რეგიონები

ცხრილში წარმოდგენილია რეგიონები და ბამაკოს დედაქალაქის რაიონი, მოსახლეობის რაოდენობა აღებულია 2009 წლის აღწერის მიხედვით.[3]

რეგიონი (ქართ.) რეგიონი (ფრანგ.) ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი[4],
კმ²
მოსახლეობა[3],
ად. (2009 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ბამაკო Bamako ბამაკო 252 1 810 366 7183,99
2 გაო Gao გაო 170 572 542 304 3,18
3 კაესი Kayes კაესი 119 743 1 993 615 16,65
4 კიდალი Kidal კიდალი 151 430 67 739 0,45
5 კულიკორო Koulikoro კულიკორო 95 848 2 422 108 25,27
6 მოპტი Mopti მოპტი 79 017 2 036 209 25,77
7 სეგუ Ségou სეგუ 64 821 2 338 349 36,07
8 სიკასო Sikasso სიკასო 70 280 2 643 179 37,61
9 ტომბუქტუ Tombouctou ტომბუქტუ 496 611 674 793 1,36
სულ 1 248 574 14 528 662 11,64

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]