შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Island/არქივი 20

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტერვიკები

[წყაროს რედაქტირება]

სალამი. თქვენ მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ კატეგორიებს ინტერვიკები არ აქვს Wikidata-ში და ხომ არ ჩაამატებდით?--Abandoner განხილვაწვლილი 10:44, 5 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. კი, გავაკეთებ. - Island (გ) 10:46, 5 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ძიუნიტირო კოიძუმი

[წყაროს რედაქტირება]

ძიუნიტირო კოიძუმი — რომელი უფრო მართებულია სათაური თუ სტატიაში.-- ცანგალა 19:06, 19 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

რთული საკითხია :) ყოველ შემთხვევაში ჲ-ის ხმარება გამორიცხულია და როგორც სათაურში იყო, ისე გავასწორე. - Island (გ) 19:22, 19 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა.-- ცანგალა 20:36, 19 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

იქნებ აქაც დამეხმარო კიმ ჩენ ინი — დაბადები წელი რომელი დავწერო. ინგლ. 1984 უწერია. მადლობა.-- ცანგალა 20:36, 19 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

დაბადების ზუსტი წელი არავინ იცის :) თუ კატეგორიზაციაზეა საუბარი, კატეგორია:დაბადებული 1980-იანები-ში რომ იყოს? - Island (გ) 01:37, 20 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
მე პირავად საწინააღმდეგო არ მაქვს (ეს სტატიაში). მაგრამ 8 იანვარში როდესაც ჩავწერ რომელი წელი მივუთითო? სამივე ? და როგორ ჩავწერო?-- ცანგალა 20:02, 21 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
თავში, მგონია, ნორმალურად წერია. - Island (გ) 20:39, 21 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
8 იანვარი — ამ გვერდს ვგულისხმობ. აქ როგორ ჩაიწერება?-- ცანგალა 16:34, 22 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
მანდაც ალბათ „1982, 1983 ან 1984 : ...“. არა? - Island (გ) 03:03, 23 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჩავწერე. ახლა ყველა წელში (1982, 1983, 1984) უნდა ჩავწერო ცალ-ცალკე?-- ცანგალა 20:19, 23 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი :) ვფიქრობ, თუ დაბადების ზუსტი წელი არ არის ცნობილი, არც არის ჩასაწერი წლის სტატიებში. - Island (გ) 20:49, 23 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

გვერდის შემოწმება

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გვერდი შევქმენი ქართულ ვიკიპედიაზე, მაგრამ ინგლისური ვიკიპედიისგან განსხვავებით, პირდაპირ გამოქვეყნდა. ვერ ვნახე როგორ უნდა მოვითხოვო გადამოწმება, და თუ შეგიძლიათ, რომ გადახედოთ, ან მითხრათ როგორ მოვითხოვო გადამოწმება, მოხარული ვიქნები. გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ. სხვა ენებზეც ვაპირებ დაწერას, და მაინტერესებს პირველ რიგში, ქართულ ვიკიპედიის წესებს თუ შეესაბამება.

გამარჯობა. ცხოველთა კატეგორიზაციას შემდეგნაირად ვახდენთ (ფორუმზეც იყო საუბარი): მაგ. გვარი ქათამურა გაერთიანდება შესაბმის კატეგორია ქათამურებში (ანუ თავის კატეგორიაში) და მასზე ზემდგომ ტაქსონის კატეგორიაში, ამ შემთხვევაში ლაინასებრნში. ქორისებრთა შემთხვევაში იგი გაერთიანდება ქორისებრნში (თავის კატეგორიაში) და რადგანაც ოჯახია, რიგის კატეგორიაში (ამ შემთხვევაში ქორისნაირნი). გიო ოქრო 11:27, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თუ ფორუმზე შეთანხმება იყო, ხომ არ შეგიძლიათ, ბმული მიმითითოთ? მე კი ზედმეტი მეჩვენება ცალკეული სტატიის ზეკატეგორიაში შეყვანა (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, მაგალითად, სტატიის „ქორისებრნი“ ქორისნაირთა კატეგორიაში შეყვანას). ნახეთ, თუ როგორ არის კატეგორიზაცია სხვაენოვან ვიკიპედიებში en:Accipitridae, ru:Ястребиные, fr:Accipitridae, de:Habichtartige, es:Accipitridae. - Island (გ) 13:40, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
აი ბმული. ქორისნაირნი მოიცავს რამდენიმე ოჯახს და რატომ არ უნდა იყოს მასში ეს ოჯახები გაერთიანებული? გიო ოქრო 13:50, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ბმულისთვის. ოჯახის კატეგორია „ქორისებრნი“ რა თქმა უნდა იქნება რიგის კატეგორიის „ქორისნაირნი“ ქვეკატეგორია. მაგრამ სხვაენოვან ვიკიპედიებში ოჯახის სტატია „ქორისებრნი“ არ შეჰყავთ რიგის კატეგორიაში, რადგან უკვე ოჯახის კატეგორიაშია. - Island (გ) 14:13, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებლებისთვის უკეთესად აღქმის მიზნით ჯობია ორივეში გავაერთიანოთ. რიგის/ოჯახის/გვარის „ქვე“ტაქსონებს ასეთ შემთხვევაში ადვილად იპოვნი ერთ კატეგორიაში და არ მოგიწევს ძრომიალი. თანაც არსებობს საერთო აზრი ფორუმზე. გიო ოქრო 14:19, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ფორუმზე დისკუსია ბევრჯერ გადავიკითხე, მაგრამ სად არის საერთო აზრი, რომ სტატია ერთდროულად ქვეკატეგორიაში და ზედა დონის კატეგორიაში შევიდეს? პირიქით, იქ წერია, „რაც ქვედა დონეს ეკუთვნის, არ უნდა ეყაროს ზედაში“. ამ შემთხვევაში ოჯახის სტატია უკვე ოჯახის (ქვე)კატეგორიას ეკუთვნის და შესაბამისად არ უნდა შევიდეს ზედა დონის კატეგორიაში. - Island (გ) 15:39, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
იქ წერია: შავი გედი → კატეგორია:გედები → კატეგორია:იხვისებრნი → კატეგორია:ბატისნაირნი → კატეგორია:ფრინველები, ანუ რაც ვთქვი. ყველა უნდა გაერთიანდეს თავისზე ერთით ზეკატეგორიაში. გიო ოქრო 16:04, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მაგაში სავსებით გეთანხმებით. მაგრამ ახლა ვლაპარაკობ, თუ რა კატეგორიაში უნდა შევიდეს, მაგალითად, სტატია იხვისებრნი. კონკრეტულად ამ საკითხზე ფორუმში არ არის შეთანხმება. რადგან სტატია იხვისებრნი ეკუთვნის იხვისებრთა ოჯახის კატეგორიას, ერთდროულად იმის ზედა დონის კატეგორიაში (ანუ კატეგორია:ბატისნაირნი-ში) არ უნდა შევიდეს. სხვა ვიკიპედიებში ასეა და ვფიქრობ აქაც ასე უნდა იყოს. - Island (გ) 16:30, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
იხვისებრნი თავის კატეგორიაში შედის ნიშნით „*“, რაც აღიშნავს მთავარ თემას კატეგორიაში. ესაა და ეს. გიო ოქრო 16:50, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ამას დაემატება ზედა ტაქსონის კატეგორია. გიო ოქრო 16:52, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ, ეგ ზედა კატეგორია ზედმეტია. იხილეთ en:Wikipedia:Categorization#Subcategorization, სადაც წერია: „Apart from certain exceptions (...), an article should be categorised as low down in the category hierarchy as possible, without duplication in parent categories above it“. ამ პრინციპს იზიარებს სხვა ვიკიპედიებიც, როგორც ხედავთ ზემომოყვანილ ბმულებზე. - Island (გ) 19:07, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მგონი ქართული ვიკის საქმეები ინგლისელების გადასაწყვეტი არ არის. ფორუმზე განხილვა ამას მოწმობს. გიო ოქრო 19:09, 12 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ფორუმზე განხილვა სწორედ იმას მოწმობს, „რაც ქვედა დონეს ეკუთვნის, არ უნდა ეყაროს ზედაში“. - Island (გ) 05:40, 13 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ისრებით რაც მაქვს გაკეთებული მაგას მოწმობს? კარგი რა. გიო ოქრო 09:51, 13 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მე ფორუმის იმ დისკუსიიდან ციტატა მოვიყვანე, რაც ალბათ შეგვიძლია ჩავთვალოთ შეთანხმებულია. ხომ ეთანხმებით? ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მაგალითად, თუ სტატია „იხვისებრნი“ იხვისებრთა ოჯახის კატეგორიაში შეყვანილია, იმის ზედა დონის კატეგორიაში აღარ უნდა შევიყვანოთ. - Island (გ) 16:41, 13 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვერ ვიგებ ასეთ რამეს და „მომკალი“. იხვისებრნი კატეგორია იხვისებრნში ერთიანდება როგორც მთავარი სტატია, ხოლო ბატისნაირნში როგორც ტიპის (ბატისნაირნი) ოჯახი (ამ შემთხვევაში ტიპის კატეგორიაში გაერთიანდება მხოლოდ ოჯახები, ოჯქახებში გვარები და ა. შ.). გიო ოქრო 16:54, 13 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
არ მინდა მოგკლათ :) თუ გასაგებად ვერ გეუბნებით, მაპატიეთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრინციპია კატეგორიზაციისა, რომელსაც ყველა დიდი ვიკიპედია იზიარებს (როგორც ხედავთ ზემომოყვანილ ბმულებზე) და ამიტომაც გწერთ ამდენს. სტატიის „იხვისებრნი“ შეყვანა ბატისნაირთა რიგის (არა ტიპის!) კატეგორიაში ორმაგი და ზედმეტი გამოდის, რადგან სტატია უკვე შეყვანილია იხვისებრთა ოჯახის კატეგორიაში, რომელიც შედის, როგორც ქვეკატეგორია, ბატისნართა რიგის კატეგორიაში. - Island (გ) 06:37, 14 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში შემეშალა ტიპი/რიგი ვიღიმი. თუ შევიხედავთ კატეგორია ბატისნაირნში დავინახავთ ქვეთავს „სტატიები კატეგორიაში ბატისნაირნი“. თუ გვაქვს ასეთი სტატიები ბატისნაირნში, მაშინ რატომ არ უნდა მივუთითოთ? გიო ოქრო 12:42, 14 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად, შეკითხვაზე შეკითხვით ვპასუხობ. მაშინ მანდ რატომ არ ვუთითებთ ბატებს, კოკონას, იხვინჯას და ა.შ., რომლებიც ბატისნაირთა რიგს ეკუთვნის? იმიტომ, რომ ესენი უკვე შესაბამის ქვეკატეგორიაში არის შეყვანილი და ამიტომ. არა? იგივე ითქმის სტატიაზეც „იხვისებრნი“, რომელიც უკვე ოჯახის ქვეკატეგორიაში ზის. - Island (გ) 11:33, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
რატომ არ ვუთითებთ და იმიტომ, რომ ეგენი გვარებია, იხვისებრნი კი — ოჯახი. გიო ოქრო 12:53, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ ეგ გვარებიც ხომ ბატისნაირთა რიგს ეკუთვნის? იხვინჯა ბატისნაირთა რიგის ფრინველია და ხომ შეიძლებოდა ამ კატეგორიაში პირდაპირ შეგვეყვანა? - Island (გ) 13:02, 16 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
იმ მეთოდის მიხედვით, რაც ფორუმზე გადაწყდა — არა. იმიტომ რომ იხვინჯა ბატისნაირთა რიგამდე გვარს (მდინარის იხვებს) ეკუთვნის. გიო ოქრო 17:08, 17 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
და იმავე მიზეზით, სტატია „იხვისებრნიც“ რიგის კატეგორიამდე ჯერ მის ქვეკატეგორიაში, იხვისებრთა ოჯახის კატეგორიაში არის შეყვანილი და შესაბამისად ზედა დონის კატეგორიაში ორმაგად აღარ უნდა შევიყვანოთ. ეს უბრალოდ ტექნიკური საკითხია, თუ როგორ ვახდენთ ვიკიპედიაში სტატიების კატეგორიზაციას. მაგალითისთვის, სტატია საქართველოს ისტორია არ შეგვყავს კატეგორია:საქართველო-ში იმიტომ, რომ უკვე მის ქვეკატეგორიაში ანუ კატეგორია:საქართველოს ისტორია-ში არის შეყვანილი. - Island (გ) 09:19, 19 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
საქართველოს ისტორიასა და ზოოლოგიას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. იხვისებრნი პირველად ბატისნაირნში შედის. თავის კატეგორიაში კი იმიტომ, რომ იგი ამ კატეგორიის მთავარი სტატიაა. მაგას მოწმობს „*“ ნიშანი. გიო ოქრო 09:22, 19 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში, გვიან ვწერ პასუხს. ცოტა ხანი ავად ვიყავი. რაღაც ვერ ვუგებთ ერთმანეთს :) იქნებ ერთი დაფიქრდეთ, თუ რატომ არ არის სტატია „იხვისებრნი“ შეყვანილი ბატისნაირთა რიგის კატეგორიაში არც ერთ შემდეგ ვიკიპედიებში: en, de, fr, ru, es, pt, pl, hu და სხვ. - Island (გ) 04:24, 3 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
აბა ეს ნახე. საერთოდ ძროხისებრნშია გაერთიანებული. სხვა ვიკიპედიები წყარო არ არის. გიო ოქრო 14:54, 5 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ელენა ბონერი

[წყაროს რედაქტირება]

ელენა ბონერი — იქნებ კატეგორიებს მიხედო. მადლობელი დაგრჩები. შენ ხარ კატეგორიების სპეცი.-- ცანგალა 09:35, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

რომელია დასატოვებელი და რომელი ამოსაღები, რთული საკითხია. მე ვიტყოვი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამოვიღოთ ისეთი კატეგორიები, რომელშიც მარტო ეს პიროვნება მოხვდება. - Island (გ) 11:57, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერზე თანახმა ვარ, ისეა გაწითლებული კატეგორიები. -- ცანგალა 13:54, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:პიროვნებები დაბადების თარიღის მიხედვით

[წყაროს რედაქტირება]

კატეგორია:პიროვნებები დაბადების თარიღის მიხედვით — აქაც მიშველე, როგორ უნდა დავალაგო თვეებისა და თარიღების მიხედვით. ერთი გააკეთე და მერე მე გავაგრძელებ. მადლობა.-- ცანგალა 10:02, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

20 იანვრამდე გავაკეთე. „|“-ის მერე ოთხი ციფრით ჩავსვათ თარიღი. - Island (გ) 11:52, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მხოლოდ 1 ნოემბერი გამიკეთე. მადლობა. ვწვალობ.-- ცანგალა 12:05, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
გაკეთებულია. - Island (გ) 12:06, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვარ ოქტომბრის თვეზე. მაქვს შეკითხვა: რატომ არის იანვრის დასაწყისში 0, ხოლო ოქტომბრიდან 1. აგრეთვე მაქვს მეორე შეკითხვა: არის თუ არა შესაძლებელი ყოველ თვეს ჰქონდეს თვის სათაური (იანვარი, თებერვალი და ა. შ.)-- ცანგალა 15:36, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ყოველ თვეს რომ ჰქონდეს თვის სათაური, ისე არ გამოდის. იანვრის დასაწყისში 0-ს ვწერთ იმისთვის, რომ ოქტომბერზე, ნოემბერსა და დეკემბერზე უფრო წინ დალაგდეს. თუ არ მოგწონთ ის, რომ კატეგორიის გვერდზე ქვეთავები 0 და 1 კეთდება, შეგვიძლია თარიღის ციფრების წინ ჩავსვათ „ “ (მაგ., „...| 0101“) და ქვეთავები საერთოდ არ გამოჩნდება. - Island (გ) 12:46, 16 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა.-- ცანგალა 17:23, 16 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

გავასწორე, ოღონდ სხვა მოქმედებით.-- ცანგალა 12:13, 17 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

დღეს Island-ის დღეობაა. გამოვაცხვეთ ხაჭაური. აი ამ სიმაღლის, აი ამ სიფართის. ძვირფასო Island, გილოცავთ ვიკიპედიელები დაბადების დღეს. გისურვებთ ყოველივე კარგს პირად ცხოვრებაში და ერთგულებას ქართული ვიკიპედიისთვის. რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას. -- ცანგალა 06:55, 18 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვუერთდები მილოცვას! お誕生日おめでとうございます!--Surprizi განხილვაწვლილი 07:17, 18 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ დაბადების დღეს! ვიღიმი--დათო1010 07:36, 18 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ! --ჯაბა 1977 10:20, 18 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვუერთდები ჩემ კოლეგებს და გილოცავ! --Mehman 97 10:29, 18 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა მოლოცვისთვის! გაიხარეთ! - Island (გ) 08:54, 19 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
დაგვიანებით მეც გილოცავ. გიო ოქრო 08:57, 19 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ისლანდ, გილოცავ, წარმატებებს გისურვებ! — Mikheil მიწერა 11:23, 19 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

რიუნოსკე აკუტაგავა

[წყაროს რედაქტირება]

რიუნოსკე აკუტაგავა — რამდენად მართებულად წერია. ხომ არ არის სათაური შესაცვლელი. გერმანულში სხვანაირად წერია. -- ცანგალა 16:47, 1 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში აკუტაგავა გვარია. გიო ოქრო 17:56, 1 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
გერმანულ ვიკიპედიაში ასეთი პრინციპია de:Wikipedia:Namenskonventionen/Japanisch#Namensreihenfolge. აქ ამ წუთში შესაცვლელი არ არის, მაგრამ რაღაც მსგავსი პრინციპი წესით ქართულ ვიკიპედიაშიც უნდა იყოს. მაგალითად, კატეგორია:იაპონელი მწერლები-ში, ზოგი სახელით იწყება, ზოგი კი გვარით. - Island (გ) 04:38, 3 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
ქართულში რა პრინციპით უნდა იყოს — შენ უფრო კარგად როგორც სპეციალისტმა. გვითხარი და შევაწსრულებთ. და წესით დავწეროთ როგორც გერმანელებს. გთხოვ, დაგვეხმარე. -- ცანგალა 07:47, 3 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ტაკეო არისიმა — სტატიაში სხვანაირად წერია.-- ცანგალა 17:33, 3 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ გორბაჩოვი

[წყაროს რედაქტირება]

მიხეილ გორბაჩოვი — ბმულები ამოვიღე იაპონურ ენაზე იყო. რამდენად ეხება გორბაჩოვს?-- ცანგალა 13:36, 2 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ალბათ ამოსაღებიც იყო. - Island (გ) 04:26, 3 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჯონ კეილი — აქაც უამრავი კატეგორიაა როგორც ელენა ბონერი. იქნებ მიხედო.--ცანგალა 07:00, 9 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ქეით შეპარდი

[წყაროს რედაქტირება]

ქეით შეპარდი — გასალურჯებელი კატეგორიები. შენ ხარ პროფი.--ცანგალა 13:48, 10 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში

[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში — როგორც მომხმარებელმა შენი აზრი დააფიქსირე.--ცანგალა 19:58, 19 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]