შინაარსზე გადასვლა

ჯონ კეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ კეილი

ჯონ კეილის გამოსვლა 2011 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ დევის კეილი[1]
დაბ. თარიღი 9 მარტი, 1942 (1942-03-09) (82 წლის)
დაბ. ადგილი გერნენტი, კერმერთენშირი, უელსი
ჟანრ(ებ)ი არტ-როკი, კლასიკური მუსიკა, ზუზუნის მუსიკა, ექსპერიმენტული როკი, ფოლკ-როკი, პროტოპანკი, წარმოთქმული ტექსტი
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მხატვარი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ვიოლინო, ვიოლა, გიტარა, ბას-გიტარა, ორგანი, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, ჰარმონიკა, ჩელო, კონტრაბასი, საქსოფონი, მელოტრონი, ჩელესტა, კლავესინი
აქტიური 1965–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia, Reprise, Island, SPY, Ze, Beserkley, A&M, Rhino, Domino, Double Six
ხელმოწერა
საიტი
ჯონ კეილი ვიკისაწყობში

ჯონ დეივის კეილი (დ. 9 მარტი, 1942) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი უელსელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, შემსრულებელი და პროდიუსერი. იგი იყო ექსპერიმენტული როკ-ჯგუფ The Velvet Underground-ის ერთ-ერთი თანადამაარსებელი.

მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო მეტად ცნობილია როკ-მუსიკაში მოღვაწეობით, კეილი სხვადასხვა ჟანრში მუშაობდა, როგორიც არის ზუზუნის მუსიკა და კლასიკური მუსიკა. The Velvet Underground-იდან წასვლიდან, 1968 წლის შემდეგ გამოცემული აქვს დაახლოებით 30 ალბომი. სოლო-შემოქმედების მხრივ ყველაზე მეტად ცნობილია ალბომით Paris 1919 და ლეონარდ კოენის „Hallelujah“-ს ქავერ-ვერსიით, ისევე, როგორც 1970-იან წლებში ლეიბლზე Island Records გამოცემული ალბომების ტრილოგიით - Fear, Slow Dazzle და Helen of Troy.

კოული თანამშრომლობდა ან პროდიუსერობას უწევდა მრავალ შემსრულებელს, რომელთა შორის არიან: ლუ რიდი, ნიკო, ლა მონ იანგი, ჯონ კეიჯი, ტერი რაილი, ჰექტორ ზაზუ, Cranes, ნიკ დრეიკი, მაიკ ჰერონი, კევინ ეიერსი, ბრაიან ინო, პეტი სმითი, The Stooges, The Modern Lovers, არტ ბერგმანი, Manic Street Preachers და მათი ლიდერი ჯეიმზ დინ ბრედფილდი, მარკ ელმონდი, Element of Crime, Squeeze, Happy Mondays, LCD Soundsystem, The Replacements და Siouxsie and the Banshees.

კეილი 1996 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი, როგორც The Velvet Underground-ის წევრი. 2010 წელს მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: