შინაარსზე გადასვლა

გიორგი ცხოვრებაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ცხოვრებაძე
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1999 (1999-02-23) (25 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
განათლება პარიზის პოლიტექნიკური სკოლა
ცნობილია როგორც კომპანია RehabGlove-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვიდეო თამაშ „Wild Ones Remake“-ის დეველოპერი
საიტი giorgi-tskhovrebadze.com

გიორგი ცხოვრებაძე (დ. 23 თებერვალი, 1999) — ქართველი გამომგონებელი და მეწარმე. ცნობილია სტარტაპ RehabGlove-ითა და ინტერნეტ თამაშით „Wild Ones Remake“[1].

2012 წელს, გიორგი გახდა Facebook თამაშ Stick Run-ის დიზაინერი[2][3], რომელსაც 50,000,000-ზე მეტი მოთამაშე ჰყავს. გიორგიმ რამდენიმე თვის შემდეგ, დაიწყო თამაშების შექმნა Facebook-ის პლატფორმაზე, ერთ-ერთი მაგალითია „Fly and Smash“, რომელსაც 100,000 თვიური მოთამაშე ჰყავდა, ხოლო თამაშის გვერდმა 400,000-ზე მეტ „მოწონებას“ მიაღწია[4].

2016 წელს, მან და ორმა ტუნისელმა პროგრამისტმა, შექმნეს თამაში „Wild Ones Remake“, რომელმაც მალევე მიიპყრო მოთამაშეების ინტერესი. თამაშს ამჟამად მილიონზე მეტი მოთამაშე ჰყავს და Facebook-ის „Top Games„-ის სიაში იმყოფება[5].

გიორგი ცხოვრებაძე RehabGlove-ის აღმასრულებელი დირექტორია[6], რომელიც 2016 წლის ნოემბერში დაფუძნდა. RehabGlove არის კომპანია, რომელიც ქმნის ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანებს. დაარსების შემდეგ, RehabGlove-მა მოიპოვა მრავალი აღიარება ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Microsoft და Seedstars.

2017 წლის დეკემბერში, Microsoft-მა RehabGlove დაასახელა „საუკეთესო ინოვაციად ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“[7], ხოლო Seedstars-მა „ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი საქართველოში“[8]. 2017 წელს კომპანია წარმოდგენილი იყო Mobile World Congress-ზე ბარსელონაში, საქართველოს სახელით და მოხვდა 10 საუკეთესო სტარტაპს შორის.[9][10]. წელს კომპანია საქართველოს სახელით წარდგება Seedstars World Summit-ზე შვეიცარიაში.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]