ქათამურა (გვარი)
იერსახე
ქათამურა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ქათამურა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Porzana Vieillot, 1816 | |||||||||||||
|
ქათამურა (ლათ. Porzana) — ფრინველთა გვარი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მოიცავს 12 სახეობას, რომელთაგან საქართველოში (მიმოფრენისას) — სამი: ქათამურა (ლათ. Porzana porzana), პატარა ქათამურა (ლათ. Porzana parva) და პაწაწა ქათამურა (ლათ. Porzana pusilla). მათი სხეულის სიგრძეა 16,5-28 სმ. ბინადრობენ წყალსაცავების დამშრალ ნაპირებზე, ჭაობებსა და ნოტიო მინდვრებზე. სწრაფად მოძრაობენ ხშირ ბალახნარში, კარგად ცურავენ, ყვინთავენ. ბუდეს იკეთებენ მიწაზე დებენ 7-9 კვერცხს, იკვებებიან მცენარეული (თესლები, აღმონაცენები) და ცხოველური (უხერხემლოები) საკვებით. არიან სპორტული ნადირობის ობიექტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 443.