ირაკლი მოდებაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მოდებაძე, ირაკლი)
ირაკლი მოდებაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ირაკლი მოდებაძე
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1984 (1984-10-04) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2001 ვალენსია თბ. 4 (1)
2001–2002 მერანი თბ. 0 (0)
2002–2007 მეტალურგი ზაპ. 81 (16)
2009 ჩერნომორეცი 1 (0)
2009–2010 მეტალურგი ზაპ. 11 (1)
2010–2012 მეტალურგი რ. 49 (22)
2012–2014 დილა გორი 34 (15)
2014 დინამო თბ. 7 (0)
2014–2017 დილა გორი 62 (29)
ეროვნული ნაკრები
2000 საქართველო 17-წლ. 1 (0)
2001–2003 საქართველო 19-წლ. 8 (4)
2004–2005 საქართველო 21-წლ. 6 (2)
2006–2014 საქართველო 3 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2023 დილა გორი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
თბილისის „დინამოში“

ირაკლი მოდებაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1984, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი მწვრთნელი იყო საშა ვაშაკიძე. თამაშობდა თბილისის „მერანი-91“-სა და მოსკოვის „გოლეადორში“.

2002 წლის ზამთარში ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა. უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2002 წლის 16 მარტს, კიევის „არსენალის“ წინააღდეგ (2–0).[1] მოდებაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთზე ოლეგ რატიამ შეცვალა.

2009 წლის 13 მარტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ოდესის „ჩერნომორეცში“,[2] სადაც ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა პერმიერ ლიგაში.

2009 წლის ზაფხულში იმყოფებოდა სინჯებზე ლუგანსკის „ზარიაში“,[3] მაგრამ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა.

2010 წლის 4 ივნისს კლუბმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლიმ უკრაინული კლუბი დატოვა.

2011–2012 წლების სეზონი გაატარა რუსთავის „ოლიმპში“,[4] რომელსაც 2011 წლიდან „მეტალურგი“ დაერქვა.

2012 წლის ივნისში გადავიდა გორის „დილაში“. იყო „დილას“ იმ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი, რომელმაც შეძლო უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლა.

2014 წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“.[5] „დინამოს“ მაისურით უმაღლეს ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე მხოლოდ ორი შეხვედრა.

2013–2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მოდებაძემ „დინამო“ დატოვა[6][7] და მის ყოფილ კლუბს, „დილას“ შეუერთდა.[8]

მისი უფროსი ძმა, გიორგი მოდებაძე ასევე ფეხბურთელი იყო.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოდიოდა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2006 წლის 7 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში გერმანიის წინააღმდეგ (2–0), ირაკლიმ 83-ე წუთზე გიორგი დემეტრაძე შეცვალა.[9]

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.[10]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]