მიქლიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიქლიო
Chanterelle Cantharellus cibarius.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  მიქლიოსნაირნი
ოჯახი:  მიქლიოსებრნი
გვარი:  მიქლიო
სახეობა:  მიქლიო
ლათინური სახელი
Cantharellus cibarius Fr., 1821

მიქლიო, ქათამბარკალა (ლათ. Cantharellus cibarius) — სოკოს სახეობა მიქლიოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. ახასიათებს სუსტი არომატი და გარგარის სასიამოვნო გემო.[1][2] იხმარება ახალი, შემწვარი, დამარინადებული და გამხმარი სახით. მიქლიოს ბუნებაში აღმოჩენა და გარჩევა მეტად ადვილია.[1] იზრდება ნიადაგზე, უმეტესად ჯგუფებად ფოთლოვან და წიწვივან ტყეებში,[3] ხავსიან და ფოთლოვან ადგილებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.[4]

მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს.[5]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus cantharellus L. (1753)
  • Merulius cantharellus (L.) Scop. (1772)
  • Agaricus alectorolophoides Schaeff., (1774)
  • Craterellus cibarius (Fr.) Quél. (1888)
  • Cantharellus edulis Sacc. (1916)
  • Cantharellus pallens Pilát (1959)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფსხეულის ფორმა ქუდიანი სოკოების მსგავსია, თუმცა მისი ქუდი და ფეხი ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

ქუდის დიამეტრი — 2-12 სმ, ხშირად ტალღისებრი კიდეებით ან არასწორი ფორმის, ხორციანია, მკვრივი, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრ ჩაჭყლეტილი, კიდეები შეკეცილი, ზედაპირი გლუვი.[6] კანი რთულად სცილდება ქუდის რბილობს.

რბილობი — მკვრივი, ხორციანი, ფეხზე ბიჭკოვანია, კიდეებთან ყვითელი, ხოლო ნაყოფსხეულის შუა ნაწილში — მოთეთრო, ჩირის ან ფესვების ოდნავ შესამჩნევი სუნითა და მომჟავო გემოთი. დაჭერისას ოდნავ წითლდება.[7].

ფეხის სიგრძე — 4-7 სმ-მდე. სისქე — 1-3 სმ-მდე, ქუდთან შეზრდილი და ერთნაირი ფერის ან უფრო ღია, მყარი, მკვრივი, გლუვი, ძირისკენ ვიწროვდება.

ჰიმენოფორი — ნაკეცებიანი (ფსევდოფირფიტოვანი), შედგება ბოჭკოვანი, ხშირად ძალიან დატოტილი ნაკეცებისაგან. ჰიმენოფორი შეიძლება იყოს დაძარღვული, ძარღვები მსხვილი, იშვიათი (არანაკლებ 10 ცალი/სმ), დაბალი, წააგავს ნაკეცებს, ჩანგლიებური ან ჩანგლისებურ-დატოტილი, დაშორებით დაღმავალი ფეხზე (მიეკუთვნება აფილოფორასნაირთა სოკოებს).

სპორების ფხვნილი — ღია-ყვითელი ფერის, სპორები — ელიფსისებური, 8,5×5 მკმ.

ცვალებადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია Cantharellus cibarius var. amethysteus-ის ფორმა, რომელიც უფრო ღია ფერისაა, ხოლო ზომით პატარაა. ქუდის ზედაპირზე ახასიათება მკვრივი იისფერი ქერცლები. გავრცელებულია წიფლნარში და შერეულ ტყეებში, სადაც წიფელიც ხარობს.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქლიოს გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. სოკო აგრეთვე გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუნძულებზე.[8]

მიკორიზას ქმნის სხვადასხვა სახეობის ხეებთან, ყველაზე ხშირად ნაძვთან, მუხასთან, ფიჭვთან და წიფელთან. იზრდება ყველგან ზომიერი კლიმატის ტყეებში, ხშირად წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ნოტიო ხავსში, ბალახებს შორის და ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ, ჯგუფებად, ხშირად ძალიან მრავალრიცხოვნად, აგრეთვე ხშირად ამოდის ზაფხულში ქარიშხლიანი წვიმების შემდეგ.

სეზონი — ივნისის დასაწყისი, შემდეგ აგვისტო-ოქტომბერი.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, გამოიყენება ნებისმიერი სახით. მიქლიო კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას. დაჭიანებული მიქლიო თითქმის არ გვხვდება,[9][10] თუმცა მშრალ სეზონზე, თუ შემოგარენში სხვა სოკოები ცოტაა, შეიძლება დაჭიანებული ეგზემპლარებიც შეგვხვდეს. ახასიათებს მომჟავო გემო, რომელიც მოხარშვის შემდეგ ქრება.

რეკომენდირებული არაა მისი ღუმელში გახმობა, რადგანაც გემოზე მწარდება.[1]

სამკურნალო თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქლიო (ტყეში გაზრდილი) ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა D2 (ერგოკალციფეროლი) ვიტამინის.[11] ასევე შეიცავს 8 შეუცვლელ ამინომჟავას, ვიტამინებს А, B1, PP, მიკროელემენტებს (სპილენძს, თუთიას).

ადგილობრივი სახელწოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში მიქლიოს სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горленко М. В., Бондарцева М. А., Гарибова Л. В., Сидорова И. И., Сизова Т. П. Грибы СССР / Отв. ред. М. В. Горленко. — М.: Мысль, 1980. — 304, [80] с. — (Справочники-определители географа и путешественника). — 100 000 экз.
  • Додик, С. Д. Грибы российских лесов. — М.: АСТ, 1999. — 320 с.
  • Грибы: Справочник / Пер. с ит. Ф. Двин. — М.: Астрель, АСТ, 2001. — С. 228. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.
  • Грюнерт Г. Грибы / пер. с нем. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 192. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 28. — ISBN 5-17-020333-0.
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: Астрель, АСТ, 2003. — С. 35. — ISBN 5-271-05827-1.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Cantharellus cibarius Fr. - Chanterelle. First Nature (2020). ციტირების თარიღი: 27 January 2020
  2. Learn about chanterelle mushrooms. Forbes Wild Foods (13 April 2017). ციტირების თარიღი: 27 January 2020
  3. Buyck, Bart; Hofstetter, Valérie; Olariaga, Ibai. Setting the Record Straight on North American Cantharellus (англ.) // Cryptogamie, Mycologie : journal. — 2016. — September (vol. 37, no. 3). — P. 405—417. — doi:10.7872/crym/v37.iss3.2016.405.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 58, ISBN 99940-856-1-1.
  5. Elias Magnus Fries: „Systema Mycologicum”, vol. 1, Editura Ex Officina Berlingiana, Lundae 1821, p. 318
  6. Cantharellus cibarius Fr.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი, 2030. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2020.
  7. Cantharellus "cibarius" (MushroomExpert.Com). ციტირების თარიღი: 2019-10-22
  8. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2016-01-10.
  9. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 436-437, ISBN 3-405-11774-7
  10. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 207-209, ISBN 3-426-00312-0
  11. Show Nutrients List დაარქივებული 2017-09-25 საიტზე Wayback Machine. // ndb.nal.usda.gov
  12. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: „განათლება.“
  13. . მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: „მეცნიერება“. ISBN 1906000000
  14. ხუხუნაიშვილი, თ. (2016) ლანჩხუთი.
  15. სიდონაშვილი, ზ. (2015) სოფ. იყალთო, თელავი.
  16. ბაკურაძე, ვ. (2014) სოფ. ომალო, თუშეთი.
  17. გუჯეჯიანი, ჩ. (2014) მესტია.