ბოტანიკური ლექსიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოტანიკური ლექსიკონიქართული, რუსული და ლათინური მცენარეების სახელწოდებების მრავალენოვანი სიტყვარი, რომლის ავტორია ქართველი ბოტანიკოსი ალექსანდრე მაყაშვილი. ალ. მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში მცენარეთა კუთხურ სახელებს და ომონიმებს, ლექსიკონში მოცემულია 2 500-მდე მცენარის სახელწოდება. წიგნი არაერთგზის გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ გამომცელობა „მეცნიერებაში“. ბოტანიკური ლექსიკონი სასტამბოდ მოუმზადებია და წინასიტყვაობა დაურთავს გიორგი ნახუცრიშვილს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლექსიკონში, მცენარეთა ქართულ, რუსულ და ლათინურ სახელწოდებათა გარდა, მოცემულია თუშ-ფშავ-ხევსურული შესატყვისები, აგრეთვე აგრეთვე დართულია ჭანური, სვანური და მეგრული ადეკვატები. გარდა ამისა, ყველა სახელწოდებას ცალ-ცალკე სარჩევი აქვს ძირითადი შესატყვისობის აღნიშვნით.

ეკალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკალღიჯი; сассапариль, павой; Smilax excelsa L.

  • ქართლური: პრუწუნა
  • კახური: კანკრა
  • ქართლური, კახური: ღიჭი
  • ფშავური: ღიჭა
  • იმერული, რაჭული, ლეჩხუმური: ეკალა, ბურწუმელა, კურწუმელა, ყურწუმელა, კინკარუჟა**, შაშვიპურა**
  • გურული: ძიგურა, კურკანტელა**
  • სულხან-საბა ორბელიანი: ბრწამლი, ბურწუმელი
  • ჭანური: დაძი, პურწუმოლი
  • მეგრული: ძჷგირი, კალია, კალიე, კალიეში ძჷგირი, კაკილარი**, კორჩხელი

ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვა რაოდენობის ფიფქებით (*) გაკეთებულია შემდეგნაირი შენიშნვნები: მცენარის ნაყოფი, ყვავილის სახელი, ან იხმარება მცდარი სახელწოდებით, მაგრამ მეტად გავრცელებულია და მისთ. ზემოთაღნიშული „ეკალას“ მაგალითზე კი ორი ფიფქით აღნიშნულია ნაყოფის სახელწოდება. ლექსიკონში აგრეთვე გამოყენებულია მეგრული და სვანური ენებისთვის დამახასიათებელი ასო-ნიშნები , , , , , .

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაყაშვილი, ალექსანდრე: ბოტანიკური ლექსიკონი. მცენარეთა სახელწოდებანი. მესამე გამოცემა, აღდგენილია ოფსეტური წესით. სასტამბოდ მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო გ. ნახუცხრიშვილმა. თბილისი: „მეცნიერება“ 1991 წელი.