ცრუმიქლიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Hygrophoropsis aurantiaca)
ცრუმიქლიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ჰიგროფოროპსისებრნი
გვარი:  ჰიგროფოროპსისი
სახეობა:  ცრუმუქლიო
ლათინური სახელი
Hygrophoropsis aurantiaca (Wulfen) Maire, 1921

ცრუმიქლიო (ლათ. Hygrophorópsis aurantíaca) — სოკოს სახეობა ჰიგროფოროპსისის გვარისა. საპროტროფია. ფართოდაა გავრცელებული მთელ ჩრდილოეთ ზომიერ სარტყლებშიევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

მეცნიერთა ერთი ნაწილი მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე ნაწილი — შხამიანად, თუმცა დღემდე ამ სოკოთი მოწამვლის არცერთი კლინიკური შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

სოკო პირველად ავსტრიელმა ბუნებისმეტყველმა ფრანც ქსავერ ფონ ვულფენმა აღწერა 1781 წელს, როგორც Agaricus aurantiacus.[1]

სამეცნიერო სინონიმები

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი 1-5-6 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად თითქმის ბრტყელია, შემდგომში — ჩაჭყლეტილი და ძაბრისებრი, შეკეცილი კიდეებით, არაჰიგროფანური. ღია ნარინჯისფერ-ყვითელი ან ნარინჯისფერ-ჟანგმიწისფერი, ზოგჯერ ჟანგმიწისფერ-ჩალისფერი ან მოყვითალო-თეთრი, ან პირიქით, წითელ-ნარინჯისფერი. ზედაპირი ხავერდოვანი.

ჰიმენოფორი — ფირფიტოვანი, ფირფიტები ძლიერაა ფეხთან დაშვებული, ხშირი, თხელი, ანასტომოზის გარეშე, ჩანგლისებურად დატოტვილი,[2] როგორც წესი ღია ნარინჯისფერ-ყვითელიდან ნარინჯისფერ-წითელ ფერამდე, იშვიათად მკრთალი-მოყვითალოდან თეთრ ფერამდე.

ფეხის 1-5 სმ-მდე, სისქე — 1 სმ, თანაბარი, ხშირად მოხრილი და ექსცენტრული, ბაბისებრი რბილობით, ბოჭკოვანი, ქუდის ფერი, ძირში უფრო მუქი ან შავი.

ქუდის რბილობი მოთეთრო ან მოყვითალოა, სუსტად გამოხატული სოკოს ან მოტკბო სუნით.

სპორები 6-8×3,5-4,5 მკმ, ფართო-ელიფსისებური. ბაზიდიუმი როგორც წესი ოთხსპორიანია. ჰეილოცისტიდების გარეშე.[3]

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ზომიერ სარტყლებშიევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[4]

იზრდება ნიადაგზე როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეებში, ასევე დამპალ ხეებზე და მათთან ახლოს,[5] ერთეულებად ან ჯგუფებად,[6] ზაფხულ-შემოდგომით.[5]

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერთა ერთი ნაწილი მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[7][8][9] მეორე ნაწილი — შხამიანად,[5][10] თუმცა დღემდე ამ სოკოთი მოწამვლის არცერთი კლინიკური შემთხვევა არაა დაფიქსირებული.

ბოლო წლების განმავლობაში ამერიკულ ლიტერატურაში სახეობა კლასიფიცირდება როგორც დაბალი ხარისხის საჭმელი სოკო, იმ პირობით, რომ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელო მოშლა.[11][12][13] ასევე აღნიშნულია, რომ მცირე მოწამვლა შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს დიდი რაოდენობით მიღებამ.[14]

დიდ ბრიტანეთში, სადაც სახეობა ჩვეულებრივ საჭმელ სოკოდ ითვლება, გამოყენების შემდეგ ცნობილია ჰალუცინაციური ეფექტების ერთეული შემთხვევები.[15] თუმცა, სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია გამოუცდელი შემგროვებლების მიერ რომელიღაც სახეობის გიმნოფილის მიქლიოდ მიჩნევასთან.[16]

ზემოთ ხსენებული ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთში ცრუმიქლიო მიეკუთვნება დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოების კატეგორიას, იმ პირობით, რომ მას შესაძლოა გააჩნდეს ჰალუცინოგენური ეფექტი.[17][18]

რუსეთში ნაკლებად ცნობილ პირობითად საჭმელ სოკოდ ითვლება[19] (რომელიც მოხმარებამდე სათანადო მომზადებას საჭიროებს),[20] ან კიდევ — არასაჭმელ სოკოდ არასასიამოვნო გემოს გამო.[21]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jacquin NJ. (1781). Miscellanea Austriaca ad Botanicum, Chemiam et Historiam Naturalem Spectantia (Latin). Vienna: J.P. Kraus, გვ. 101; plate 14:3. 
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 79, ISBN 99940-856-1-1.
  3. Kuyper 1995.
  4. (2011) The Book of Fungi. Chicago, Illinois: University of Chicago Press, გვ. 164. ISBN 978-0-226-72117-0. 
  5. 5.0 5.1 5.2 (2006) North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, Connecticut: Falcon Guides, გვ. 332. ISBN 978-0-7627-3109-1. 
  6. (2014) California Mushrooms: The Comprehensive Identification Guide. Portland, Oregon; London, United Kingdom: Timber Press, გვ. 148, 158–59. ISBN 978-1-60469-353-9. 
  7. Arora D. (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi. Berkeley, California: Ten Speed Press, გვ. 479–80. ISBN 978-0-89815-169-5. 
  8. Courtecuisse R. (1999). Mushrooms of Britain and Europe, Collins Wildlife Trust Guides. London, United Kingdom: HarperCollins, გვ. 681. ISBN 978-0-00-220012-7. 
  9. (1987) The New Savory Wild Mushroom. Seattle, Washington: University of Washington Press, გვ. 59. ISBN 978-0-295-96480-5. 
  10. Jordan M. (2004). The Encyclopedia of Fungi of Britain and Europe. London, United Kingdom: Frances Lincoln, გვ. 334. ISBN 978-0-7112-2378-3. 
  11. Harding, P., Lyon, T., Tomblin, G. (2007). How to Identify Edible Mushrooms. London — New York, გვ. 177. ISBN 978-0-00-219984-1. 
  12. Marley, G. A. (2010). Chanterelle Dreams, Amanita Nightmares. White River Junction, VT, გვ. 97. ISBN 978-1-60358-214-8. 
  13. Smith, A. H., Weber, N. S. (1980). The Mushroom Hunter's Field Guide. Ann Arbor, MI, გვ. 135—136. ISBN 978-0-472-85610-7. 
  14. Carluccio, A. (2003). The Complete Mushroom Book. New York, გვ. 41. ISBN 978-0-8478-2556-1. 
  15. Phillips, R. (2006). Mushrooms. London, გვ. 273. ISBN 978-0-330-44237-4. 
  16. Bessette, A. E., Bessette, A. R., Fischer, D. W. (1997). Mushrooms of Northeastern North America. Syracuse, NY, გვ. 126. ISBN 978-0-8156-0388-7. 
  17. Deconchat, C., Polese, J.-M. (2002). Champignons. Chamalières, გვ. 499. ISBN 978-2-84416-145-1. 
  18. Lamaison, J.-L., Polese, J.-M. (2005). Encyclopédie Visuelle des Champignons. Paris, გვ. 66. ISBN 978-2-84416-399-8. 
  19. Вишневский, М. В. (2014). Самые распространенные съедобные грибы. М.. ISBN 978-5-17-052648-2. 
  20. Поленов, А. В. (2013). Грибы. Съедобные и несъедобные. СПб., გვ. 7. ISBN 978-5-17-078916-0. 
  21. Сергеева, М. Н. (2014). Грибы. Карманный атлас-определитель. М., გვ. 63. ISBN 978-5-17-085883-5.