მარიანა ნიდერლანდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარიანა ნიდერლანდელი
Karl Wilhelm Wach (toegeschreven) - Prinses Marianne van Nederland, 1832 (Amsterdam Museum).jpg
მარიანას პორტრეტი კარლ ვილჰელმ ვახის მიერ, 1832 წელი
დაბადების სახელი ვილჰელმინა ფრედერიკა ლუიზა ჩარლოტა მარიანა
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1810
ბერლინი, პრუსიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი, 1883 (73 წლის)
ეროვნება ნიდერლანდელი
მეუღლე(ები) პრუსიის პრინცი ალბერტი (1830-1849)
იოჰანეს ვან როსუმი (1848-1873)
შვილ(ებ)ი ჩარლოტა პრუსიელი
პრინცი ალბერტი
პრინცესა ელიზაბეთი
პრინცესა ალექსანდრინე
იოჰანეს ვილჰელმ ვონ რეინჰართშაუენი
მშობლები მამა: ვილემ I (ნიდერლანდები)
დედა: ვილჰელმინა პრუსიელი (1774-1837)

მარიანა ნიდერლანდელი (სრული სახელი Wilhelmina Frederika Louise Charlotte Marianne; დ. 9 მაისი, 1810 — გ. 29 მაისი, 1883) — ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ისა და ვილჰელმინა პრუსიელის უმცროსი შვილი.

პრინცესა მარიანა იყო ქალი, რომელიც თავის დროზე ძალიან არატრადიციულად ცხოვრობდა, მან მოღალატე ქმარი პრუსიის პრინცი ალბერტი მიატოვა, ჰყავდა არაკანონიერი შვილი (ღიად აღიარებდა) თავის პარტნიორ იოჰანეს ვან როსუმთან. იგი გააძევეს პრუსიის სამეფოდან.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მარიანა, ნისას მუზეუმი, პოლონეთი

ბერლინში დაბადებული მარიანა იყო ვილემ I-ის და მისი მეუღლის ვილჰელმინა პრუსიელის მეორე ქალიშვილი. მისი უფროსი და, პაულინი, მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა, ამიტომ მარიანა მშობლების ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი ორი უფროსი ძმები იყვნენ პრინცი უილიამ ფრედერიკ ჯორჯ ლუი (ნიდერლანდების მომავალი მეფე ვილემ II) და პრინცი უილიამ ფრედერიკ ჩარლზი.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა დაიპყრო ნიდერლანდები 1795 წელს, პრინცი უილიამი და მისი ოჯახი გაიქცნენ ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი მის სიმამრთან ბერლინში. მარიანა სწორედ ბერლინში 1810 წლის 9 მაისს დაიბადა; მარიანა დაარქვეს ჰესენ-ჰომბურგის პრინცესა მარიანას საპატივცემულოდ. მონათლეს ოცდაორი დღის შემდეგ, 31 მაისს, [1] უფროს ძმასთან უილიამ ფრედერიკთან ერთად, რომელიც მისი ერთ-ერთი ნათლია იყო.

როდესაც 1813 წელს მათი სამშობლო განთავისუფლდა ნაპოლეონის მმართველობისგან, მათი იმიგრანტული ცხოვრება ბერლინში დასასრულს მიუახლოვდა. ცოტა ხნის შემდეგ მარიანა დედასთან და ძიძა ბონინკთან ერთად ჩავიდა ჰააგაში, ნიდერლანდებში. ოჯახი დროებით ცხოვრობდა Huis Huguetan-ში, თუმცა, განახლების შემდეგ ნორდეინდის სასახლესა და ჰუიზ ტენ ბოში გადავიდნენ. ისინი ზაფხულის თვეებს ატარებდნენ აპელდორნის ჰეტ ლოში. 1814 წლის 30 მარტს მამამისი ნიდერლანდების სუვერენულ მმართველად დაინიშნა. მისი ინაუგურაცია გაიმართა ამსტერდამში, ნიუვე-კერკში. მას შემდეგ რაც ნიდერლანდებმა ბელგია შეიერთა, 1815 წლის 21 სექტემბერს ბრიუსელში ვილემ I-ის ინაუგურაციის ცერემონია შედგა, ამჯერად როგორც ბრიუსელის მეფის. ნიდერლანდების და ბელგიის მეფესა და დედოფალს ქალიშვილის მისახედად ცოტა დრო ჰქონდათ; მათ მარიანას გუვერნანტად დანიშნეს გრაფინია იაკობა ბენტინკი, რომელიც შემდგომ დაქორწინდა მიდახტენის ლორდზე. იგი მარიანამ მკაცრად აღზარდა, მიუხედავად იმისა, რომ კერძო მასწავლებლებთან უცხო ენებში ემზადებოდა, გერმანულსა და ფრანგულს საუბრის დროს ერთმანეთში ურევდა, ასევე არ იცოდა ჰოლანდიურიც.

ქორწინება პრუსიის პრინც ალბერტთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830 წლის 14 სექტემბერს ჰააგაში, ნოორდეინდეს სასახლეში, მარიანა დაქორწინდა თავის პირველ ბიძაშვილზე, პრინც ალბერტზე, დედის ძმის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის მეოთხე ვაჟზე. წყვილი ცხოვრობდა ბერლინში, თავდაპირველად პანკოვის შონჰაუზენის სასახლეში, ხოლო 1832 წლიდან ფრიდრიხშტადტის პრინც-ალბრეხტ-სასახლეში, რომელიც აშენდა კარლ ფრიდრიხ შინკელის მიერ; მარიანამ 1838 წელს ასევე იყიდა Schloss Kamenz-ის სასახლე სოფელ კამიენიც ზაბკოვიცკიში, ქვემო სილეზიაში, სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში.

პრუსიის პრინცი ალბერტი და პრინცესა მარიანა

თუმცა, ისინი ამ ქორწინებით მალე გაუბედურდნენ: მგრძნობიარე, ღრმად რელიგიური მარიანა და სამხედრო განათლების მქონე პრუსიელი ალბერტის ხასიათები არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს; 1845 წელს, მას შემდეგ რაც მარიანამ აღმოაჩინა, რომ ალბერტმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო როზალი ფონ რაუხთან (პრუსიის ომის მინისტრის გუსტავ ფონ რაუხის ქალიშვილი), საბოლოოდ მიატოვა იგი და გადავიდა ქალაქ ვორბურგში, მდებარეობს ჰოლანდიის სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის დასავლეთ ნაწილში. მან განქორწინება მოითხოვა, მაგრამ არც პრუსიის და არც ჰოლანდიის სასამართლომ არ მისცა თანხმობა. ამის შემდეგ მან ევროპაში იმოგზაურა, რჩებოდა თავის მამულებში იტალიაში, სილეზიასა და ნიდერლანდებში;

კავშირი იოჰანეს ვან როსუმთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1848 წლის 7 მარტს მარიანმა იყიდა Buitenplaats Rusthof, სადაც დასახლდა თავის საყვარელთან, უკვე დაქორწინებულ იოჰანეს ვან როსუმთან ერთად, რომელიც მისი პირადი მწვრთნელი იყო; ამ ნაბიჯით მან დიდი სკანდალი გამოიწვია. როდესაც გაირკვა, რომ ვან როსუმისგან შვილს ელოდა, კიდევ უფრო დიდი სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ჰააგის და ბერლინის სასამართლოებმა თანხმობა განაცხადეს მარიანას და ალბერტის განქორწინებაზე. 1849 წლის 28 მარტს მარიანა და ალბერტი ოფიციალურად განქორწინდნენ [2], ხოლო 30 ოქტომბერს მარიანს შეეძინა ვაჟი, იოჰანეს ვილჰელმ ფონ რაინჰარტჰაუზენი, რომელიც დაიბადა სიცილიაში მოგზაურობისას. პრუსიის სამეფოში არსებობდა ოფიციალური გადასახლების განკარგულება, რომელიც მას პრუსიის მიწაზე ყოფნის უფლებას აძლევდა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, ამრიგად, მარიანა პრუსიის სამეფოდან გააძევეს.

მარიანა, იან ბაპტისტ ვან დერ ჰულსტის პორტრეტი. 1834 წ.)

მას ალბერტთან საერთო შვილებიც ჩამოართვეს; მეურვეობა გადაეცა პრუსიის დედოფალ ელიზაბეთს. მათი შვილის დაბადებიდან მალევე, მან იმოგზაურა იოჰანეს ვან როსუმთან ერთად ევროპასა და აღმოსავლეთში (ეგვიპტე, პალესტინა, სირია), შემდეგ კი საბოლოოდ დასახლდა რომში, ვილა სელიმონტანაში. მან თავად გადაწყვიტა უკანონო შვილის აღზრდა, რამაც ააღშფოთა სამეფო ოჯახები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • de Wit, Jos (2016). „Prinzessin Marianne von Oranien-Nassau und ihre Beziehungen zur Grafschaft Glatz“. AGG-Mitteilungen (გერმანული) (15): 31–40.
  • Dopatka, Annette (2003). Marianne von Preußen. Prinzessin der Niederlande. Leben und Wirken einer selbstbewußten Frau, für die Schloss Reinhartshausen im Rheingau zum Lebensmittelpunkt wurde (de). Oberursel. 
  • Feuerstein, Volker (13 September 2008). „Das Schloss der verbannten Prinzessin“. Fuldaer Zeitung (გერმანული): 26.
  • Heinemann, Hartmut (2002). „Prinzessin Marianne der Niederlande (1810-1883) und der Rheingau. Eine Frau zwischen Tradition und Emanzipation“. Rheingau-Forum (გერმანული). 11 (2): 1–11.
  • Pieken, Gorch; Kruse, Cornelia (2007) Preußisches Liebesglück (de). Berlin: Propyläen Verlag. ISBN 978-3-549-07337-7. 
  • Puhe, Ferdinand (2000). „Von Kamenz nach Reinhartshausen. Die Hohenzollern in Schlesien und im Rheingau“. Rheingau-Forum (გერმანული). 9 (2): 22–31.
  • Renkhoff, Otto (1992). Nassauische Biographie (de). ISBN 978-3922244905.  2nd edition; N° 3404.
  • Schiller, Gerhard (2010a). „Marianne von Preußen, Prinzessin der Niederlande. Erinnerungen an das Leben der selbstbewussten Prinzessin in Berlin, Kamenz, Weißwasser und dem Rheingau. 1. Teil“. Schlesien heute (გერმანული) (5).
  • Schiller, Gerhard (2010b). „Marianne von Preußen, Prinzessin der Niederlande. Erinnerungen an das Leben der selbstbewussten Prinzessin in Berlin, Kamenz, Weißwasser und dem Rheingau. 2. Teil“. Schlesien heute (გერმანული) (8).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Frans Willem Lantink. (2010)Marianne van Oranje-Nassau (1810-1883) in: ‘’11001 Vrouwen uit de Nederlandse geschiedenis’’ nl. ციტირების თარიღი: September 25, 2021
  2. Divorce pronounced by the Secret Council Chamber at the Royal Chamber Court in Berlin on 28 March 1849, registered in The Hague on 31 August 1849 and approved by the King of Prussia on 5 June 1853.