ჰეტ ლო
იერსახე
სასახლე ჰეტ ლო (ნიდერლ. Paleis Het Loo, ნიშნავს „ტყის სასახლეს“) — სასახლე ნიდერლანდების ქალაქ აფელდორნში. სიმეტრიული ნიდერლანდური ბაროკოს სტილის შენობა დააპროექტეს იაკობ რომანმა და იოჰან ვან სვიტენმა. შენობა აიგო 1684-1686 წლებში ინგლისის მეფე უილიამ III-სა და მერი II-სთვის. სასახლის ბაღი დააპროექტა კლოდ დეგოცმა.
სასახლე ეკუთვნოდა ნიდერლანდების მეფეების ორანჟ-ნასაუს დინასტიას XVII საუკუნიდან დედოფალ ვილჰელმინას გარდაცვალებამდე (1962). სასახლის შენობა განახლდა 1976-1982 წლებში. 1984 წლის შემდეგ, სასახლე არის სახელმწიფო მუზეუმი (rijksmuseum). ამჟამად მუზეუმი ღიაა საზოგადოებისთვის, სადაც შესაძლებელია შიდა ინტერიერის ნახვა ორანჟ-ნასაუს დინასტიის კუთვნილ ავეჯთან, ნივთებთან და ნახატებთან ერთად.