კარლ შინკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ შინკელი
Schinkel1.jpg
დაიბადა 13 მარტი, 1781(1781-03-13)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ნოირუპინი[5]
გარდაიცვალა 9 ოქტომბერი, 1841(1841-10-09)[1] [2] [3] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [4] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერლინი[13]
კარლ შინკელი 1836 წელს

კარლ ფრიდრიხ შინკელი (გერმ. Karl Friedrich Schinkel; დ. 13 მარტი, 1781, ნოირუპინი, ბრანდენბურგი, — გ. 9 ოქტომბერი, 1841, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბერლინის არქიტექტურის აკადემიაში (1798–1800) ფ. ჟილისთან. მუშაობდა უმეტესად ბერლინში. თავდაპირველად მისდევდა ფერწერასა და გრაფიკას. ნამუშევრები ძირითადად რომანტიკული სულისკვეთებისა იყო. შინკელი XIX ს. გერმ.ხუროთმოძღვრებაში გვიანი კლასიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნამუშევრები: ახალი საყარაულო (ახლა ფაშიზმისა და მილიტარიზმის მსხვერპლთა ძეგლი, 1816–1818), დრამატული თეატრი (1819–1821), ძვ. მუზეუმი (1824–1828) ― ყველა ბერლინში. რომანტ. სულისკვეთებითაა აგრეთვე გამსჭვალული შინკელის ფსევდოგოტიკური ნაგებობები (სამლოცველო პეტროდვორეცში, 1831-33). მის უკანასკნელ ნამუშევრებში თავი იჩინა რაციონალიზმის ელემენტებმა (სამშენებლო აკადემიის შენობა ბერლინში, 1831–1835). იყო არქიტ. თეორეტიკოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Karl Friedrich Schinkel
  3. 3.0 3.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
  5. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118607782 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. Encyclopædia Britannica
  7. SNAC — 2010.
  8. StructuraeRatingen: 1998.
  9. Discogs — 2000.
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 1998. — ISBN 978-1-884446-05-4
  12. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  13. Шинкель Карл Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.